02:55 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
71 0 0

პრესტიჟულ კონკურსზე ქვეყნის წარსადგენად სამი პრეტენდენტი იბრძვის – მარიტა ხვედელიძე, რატი გელოვანი და სანდრა გადელია.

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს წარმომადგენელს „საბავშვო ევროვიზია 2020“-ზე 13 ნოემბერს, პარასკევს დაასახელებენ – სწორედ დღეს გახდება ცნობილი, ვინ გაიმარჯვებს საბავშვო ვოკალურ კონკურსში „რანინა“ და წარადგენს ქვეყანას პოლონეთში.

ამჟამად პროექტის სამი ფინალისტის ვინაობაა ცნობილი. ისინი საუკეთესოს წოდებისთვის იბრძვიან. ესენი არიან 12 წლის მარიტა ხვედელიძე, 10 წლის რატი გელოვანი და 10 წლის სანდრა გადელია, რომელიც ბევრისთვის ცნობილი რუსულ შოუში Лучше всех მონაწილეობის შემდეგ გახდა.

სიმღერის ყოველწლიური კონკურსი „საბავშვო ევროვიზია 2020“ პოლონეთის დედაქალაქში 29 ნოემბერს მსოფლიოში არსებული ეპიდემიური ვითარების გამო ტელეხიდის ფორმატში გაიმართება. პროფესიული გუნდი და წამყვანები ვარშავის სტუდიაში განთავსდებიან, ხოლო ყოველი მონაწილე თავისი ქვეყნის სტუდიიდან იმღერებს.

მე-18 ფესტივალის სლოგანია Move the world! („აამოძრავე მსოფლიო“). კონკურსის ფინალში 12 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, რუსეთი, ბელარუსი, საფრანგეთი, ყაზახეთი, მალტა, ნიდერლანდები, სერბეთი, ესპანეთი, უკრაინა, პოლონეთი, გერმანია.

2019 წელს პოლონეთის ქალაქ გლივიცაში გამართულ  „საბავშვო ევროვიზია 2019“-ზე საქართველო წარადგინა 13 წლის გიორგი როსტიაშვილმა სიმღერით „გვინდა გვიყვარდეს“ (We need love) და კონკურსში მე-14 ადგილი დაიკავა. კონკურსის გამარჯვებული პოლონელი ვიკი გაბორი გახდა.

საქართველო „საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში.

მთავარი თემები