23:46 23 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (987)
65 0 0

საერთაშორისო აქცია „ღამე მუზეუმში“ ტრადიციულად მაისში იმართება, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო მისი ჩატარების თარიღი გადაიტანეს.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ტრადიციული აქცია „ღამე მუზეუმში“ 14–16 ნოემბერს ონლაინ–ფორმატში გაიმართება. მისი მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

„ღამე მუზეუმში“, ტრადიციულად, მაისში იმართება ხოლმე და მუზეუმების საერთაშორისო დღეს ეძღვნება, მაგრამ წელს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) რეკომენდაციის გამო მისი ჩატარების თარიღი ნოემბრის შუა რიცხვებისთვის გადაიტანეს.

აქციის ფარგლებში საქართველოს 50 მუზეუმი დამთვალიერებელს ციფრულ ფორმატში შესთავაზებს შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს: ონლაინ–გამოფენებს, ვირტუალურ და ცოცხალ ტურებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, კურატორების ბლოგების პრეზენტაციებს, ექსპონატებზე საინტერესო ისტორიების ვიდეო-შოუებს.

დაგეგმილი ღონისძიებების კალენდარს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

„ღამე მუზეუმში" საერთაშორისო აქციაა, რომელიც პირველად ბერლინში 1997 წელს გაიმართა. საქართველო პროექტს 2015 წელს შეუერთდა.

თემები:
საქართველო და კულტურა (987)

მთავარი თემები