04:08 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (62)
81 0 0

აჭარულ ნაქარგობაში გამორჩეულია ორნამენტი და სიუჟეტური მრავალფეროვნება, ძირითადად დამახასიათებელი იყო მცენარეული, ცხოველური და ანთროპომორფული სახეები.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. „ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, იუწყება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.

ნაქარგობა პატარძლის მზითვის აუცილებელ ნაწილს შეადგენდა. ქარგვის ტრადიციები აჭარაში ძველიდან მომდინარე ზოგადქართული ტრადიციული კულტურის განუყოფელი ნაწილი და მისი გაგრძელებაა.

აჭარული ნაქარგობა ორნამენტითა და სიუჟეტური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მას, ძირითადად, მცენარეული, ცხოველური და ანთროპომორფული სახეები ახასიათებდა.

აჭარულ ნაქარგობას მჭიდრო პარალელები აქვს ქართულ საეკლესიო ნაქარგობაში გამოყენებულ მხატვრულ-სიმბოლურ ფორმებთან. ასეთებია: ჯვარი, ვარსკვლავი, რომბი, მასში ჩაქარგული ჯვარი, ან რომბში მოქცეული ჩიტები, თევზები, მზის სიმბოლოები, ირმები, მიხაკები, ოთხყურა მცენარეული ორნამენტები. განსაკუთრებით კი საინტერესოა სიცოცხლის ხის თემის ფორმათა გადმოცემის ვარიანტები.

ამჟამად არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული ქართული ხალხური საცხენოსნო თამაშობები - ისინდი, ცხენბურთი, ყაბახი და მარულა; მამაკაცის ქართული ეროვნული ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიცია; მთიანეთში ლუდის ხარშვის მეთოდი; ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს მეთოდი; ქართული ტრადიციული სუფრა; მრავალხმიანობა; ცეკვები „განდაგანა“, „ფერხული“, „ხორუმი“; კახური მრავალჟამიერი; ბერიკაობა; კახური ჩურჩხელის დამზადების ტექნოლოგია; მესხური ყველი; აჭარული ბორანო; ხაჭაპური; აჯიკა; კუბდარის დამზადების ტრადიციული მეთოდი; ჭიდაობის ქართული სახეობა და ა.შ.

თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (62)

მთავარი თემები