ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ის სერიალში და სცენარისტების შეცდომა

© photo: Sputnik / Tinatin Bukiaნონა გაფრინდაშვილი
ნონა გაფრინდაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სერიალის სიუჟეტით, გოგონა ამერიკის ერთ-ერთ სოფელში თავის თავში ჭადრაკის ნიჭს აღმოაჩენს და ცდილობს დიდოსტატი გახდეს.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილმა ახალი ამერიკული მინი-სერიალის The Queen's Gambit („ლაზიერის გამბიტი“) შემოქმედებითი ჯგუფის ყურადღება მიიპყრო.

სერიალს უოლტერ რევისის წიგნი უდევს საფუძვლად. იგი ბეტ ჰარმონის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ჭადრაკის სამყაროში ნამდვილი აღმოჩენა გახდა.

ნონა გაფრინდაშვილი - Sputnik საქართველო
ნონა გაფრინდაშვილი: ჭადრაკს იქამდე ვითამაშებ, ვიდრე ტვინი არ გამეთიშება

ფილმის სიუჟეტით კენტუკის თავშესაფარში 1950-იან წლებში მოზარდი გოგონა ბეტ ჰარმონი საკუთარ თავში ჭადრაკის საოცარ ნიჭს გამოავლენს. სერიალის ისტორია გვიამბობს მოჭადრაკის სწრაფვაზე, გახდეს დიდოსტატი და გადალახოს ნარკოდამოკიდებულება.

ფილმის ბოლო სერიაში აქცენტი სახელგანთქმულ ქართველ მოჭადრაკეზე ნონა გაფრინდაშვილზე კეთდება. როდესაც ჰარმონი მეტოქე მამაკაცთან თამაშობს საჭადრაკო პარტიას, კომენტატორი გაფრინდაშვილს ახსენებს და ამბობს, რომ მას არასდროს უთამაშია მამაკაცებთან.

აქ სცენარისტებმა შეცდომა დაუშვეს – ყველასთვის ცნობილია, რომ გაფრინდაშვილმა მამაკაცთა ტურნირებში არაერთხელ მიიღო მონაწილეობა.

ნონა გაფრინდაშვილი – მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962–1978). ის გახდა პირველი დიდოსტატი ქალთა შორის და არის პირველი ქალი, რომელსაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა მამაკაცთა შორის. 1982 წელს გახდა „საჭადრაკო ოსკარის“ პრიზის პირველი მფლობელი.

ამჟამად ნონა გაფრინდაშვილი 78 წლისაა. ჭადრაკს ხუთი წლის ასაკიდან თამაშობს. 15 წლისა უკვე თბილისისა და საქართველოს ჩემპიონი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0