17:43 18 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (1025)
4010

ფესტივალის მონაწილეები შეიმუშავებენ საკუთარ სცენარებს და კონსულტაციებს მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის კინოსფეროს წამყვანი ექსპერტებისგან.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო ტრადიციულ დროს არ ჩატარდა, მაინც გაიმართება, მაგრამ ონლაინ–რეჟიმში, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

დასახელდა ქართული ფილმი, რომელიც „ოსკარისთვის“ იბრძოლებს>>

ფესტივალი გამართავს BIAFF-ის ერთ-ერთ ინდუსტრიულ პლატფორმას „ალტერნატიული ტალღა 2020“. პროგრამის ძირითადი მიზანია დაბალბიუჯეტიანი პროექტების, სრულმეტრაჟიანი ფილმების განვითარება კინოს უცხოელი და ქართველი პროფესიონალების მოზიდვით. პლატფორმა ძირითადად ორიენტირებულია ქართულ კინოპროექტებზე, თუმცა რამდენიმე წლის წინ მას შავი ზღვის რეგიონი შეუერთდა (თურქეთი, უკრაინა, ბულგარეთი).

29 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით მოწვეულ სპიკერებს კონტაქტი პლატფორმის მონაწილეებთან ონლაინ–რეჟიმში ექნებათ. მონაწილეები კონსულტაციებს მიიღებენ რამდენიმე მიმართულებებით: სცენარის შემუშავება, დაფინანსების სტრატეგია, საერთაშორისო ფონდები, ერთობლივი წარმოება, პროექტების შემუშავება, საერთაშორისო ფესტივალები.

შერჩეული პროექტები მოგვიანებით სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე წარდგენის შანსს მიიღებენ. პროექტს კოორდინაციას უწევენ პროდიუსერი ლაშა ხალვაში და რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი. მოწვეულ ექსპერტებს შორის დასახელებული არიან ნიკოს პანაოთოპულოსი საბერძნეთიდან, ლორან დანილო საფრანგეთიდან და სხვ.

თემები:
საქართველო და კულტურა (1025)

მთავარი თემები