თბილისში პრინტის საერთაშორისო ფესტივალი - LIFE N STYLE გაიხსნა

© Sputnik / Alexander Imedashviliწერეთლის მუზეუმი MOMA Tbilisi
წერეთლის მუზეუმი MOMA Tbilisi - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელით ბეჭდვა-სერიგრაფია, აბრეშუმით ბეჭდვა, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა - ამ ტექნიკით შესრულებული ხელოვნების ნიმუშები ერთი თვის განმავლობაში წერეთლის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. 28 ოქტომბრიდან ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი პრინტის საერთაშორისო ფესტივალს - LIFE N STYLE-ს - მასპინძლობს, იუწყება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

LIFE N STYLE - არის პროექტი, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით იმართება და მიზნად ისახავს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი წამყვანი დარგის (ხელით ბეჭდვა-სერიგრაფია, აბრეშუმით ბეჭდვა, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა, ბრომ ვერცხლით ბეჭდვა) განვითარებას და ანაბეჭდის ყოველწლიური ფესტივალის ორგანიზებას.

მაია სირაძე - Sputnik საქართველო
ქართველი მხატვრის 92 წლის ჰოლანდიელი მოსწავლე და ქალის პორტრეტები დედის თვალებით

პრინტის ფესტივალი სხვადასხვა ქვეყნიდან თანამედროვე მხატვრების, კოლექციონერების, სპეციალისტებისა და მოყვარულებისთვის შემოქმედებითი სინთეზის შესანიშნავი შესაძლებლობაა. თბილისში პრინტ ფესტივალი გაიხსნა 2020 წლის ახალი კოლექციის წარდგენით, რომელშიც მონაწილეობას, საქართველოს გარდა, მიიღებენ აშშ, ბელარუსი, ბულგარეთი, ესტონეთი, ესპანეთი, კანადა, რუსეთი, საფრანგეთი და სომხეთი.

„პრინტ ფესტივალის ეგიდით აბრეშუმით ბეჭდვის ერთადერთი უნიკალური სახელოსნო დაფუძნდა, სადაც 200-მდე ქართველი და უცხოელი მაღალი დონის მხატვრის ეპოქალური კოლექციაა გაერთიანებული. მსგავსი ატელიეები მსოფლიოში ელიტარულ და უნიკალურ სახელოსნოებად ითვლება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ფესტივალის გამოფენები წერეთლის მუზეუმში ყოველდღე, 18 საათიდან 21 საათამდე 28 ოქტომბრიდან ერთი თვის განმავლობაში გაიმართება. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0