ალექსანდრე ზაზარაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მომღერლად აღიარეს

© photo: Alexandre Zazarashvili / FBალექსანდრე ზაზარაშვილი
ალექსანდრე ზაზარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი სელინ დიონის სიმღერის All By Myself საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ახალგაზრდა მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელსაც „ქართველი რობერტინო ლორეტი“ შეარქვეს, ხმის ჩამწერი კომპანია El World Music-ის ვერსიით საუკეთესო მომღერლების სიაში მოხვდა.

El World Music არის ჩამწერი ლეიბლი, რომელიც კონცენტრირებულია შემსრულებლის ნიჭზე და ინვესტიციებს დებს მუსიკასა და ნიჭიერ შემსრულებლებში.

ალექსანდრე ზაზარაშვილი დასახელდა სელინ დიონის სიმღერის All By Myself საუკეთესო შემსრულებლად. ვიდეოში წარმოდგენილი ჩანაწერი გაკეთებულია უკრაინულ პროექტში Голос. Дети მონაწილეობის დროს.

ქართველ მომღერალთან ერთად ეს ტიტული ცნობილმა ყაზახმა მომღერალმა დიმაშ კუდაიბერგენმაც მიიღო.

უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ალექსანდრემ სახელგანთქმულ კარნეგი–ჰოლში იმღერა, შესარჩევი ტურის წარმატებით გავლის შემდეგ კი ის ჰოლივუდში მიიწვიეს.

ალექსანდრე ზაზარაშვილი - Sputnik საქართველო
ალექსანდრე ზაზარაშვილი ჰოლივუდში მიდის

 

უკრაინული ტელეშოუს ფინალში ალექსანდრემ ნინო ქათამაძის კომპოზიცია „ქუჩაში ერთხელ" შეასრულა და ფურორი მოახდინა.

ყველა ახალი ამბავი
0