01:18 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (970)
71 0 0

გამოფენის თემატიკა კორონავირუსის პანდემიას ეხმიანება - აბსოლუტური გაურკვევლობა ყოველდღიურ ცხოვრებაში განსაკუთრებით აქტუალური ახალ რეალობაში გახდა

თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმის (ქარვასლა) თანამედროვე ხელოვნების გალერეაში გაიხსნა გამოფენა „აბსოლუტური ცდომილება“, იუწყება საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

გამოფენაში მონაწილე მხატვრები არიან მამუკა ჯაფარიძე, ნიკო ლომაშვილი, მარიამ ნატროშვილი, დეთუ ჯინჭარაძე, ნიკო ცეცხლაძე, ილიკო ზაუტაშვილი.

„აბსოლუტური ცდომილება", როგორც სახელოვნებო პროექტის კონცეფცია, ექსტრემალურ პირობებში შინაგანი განცდების, ფიქრების და ახალი გამოცდილების ხელოვნების ენაზე თარგმნას, სხვა სიტყვებით, უჩვეულო მდგომარეობაზე მხატვრის შემოქმედებით რეფლექსიას გულისხმობს. არის თუ არა ექსტრემალური სიტუაცია ყოველთვის ნაყოფიერი ან საინტერესო შემოქმედებითად? როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ ახალ რეალობას ჩვენთვის ცნობილი სოციო-პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სისტემების შესაძლო ცვლილების შემთხვევაში?“, - ასეთ კითხვებზე შეეცადნენ პასუხის გაცემას გამოფენის ავტორები და მონაწილეები.

„აბსოლუტური ცდომილება", დაუცველობის შეგრძნებით და შიშებით განპირობებული მდგომარეობის კვლევაა, რომელიც პიროვნების ჩვეული სოციალური დინამიკიდან გამოთიშვას, გაურკვეველ მომავალს და საკუთარ პრობლემებთან მარტო დარჩენას უკავშირდება.

„აბსოლუტური ცდომილება" ფიზიკასა და მათემატიკაში გამოყენებული ტერმინია, რომლითაც აღინიშნება ცდომილება ზუსტსა და სავარაუდო რაოდენობებს შორის. ეს არის ერთგვარი უზუსტობა გაზომვისას, რასაც ზოგჯერ აბსოლუტურ გაურკვევლობასაც ეძახიან. აბსოლუტური გაურკვევლობა ყოველდღიურ ცხოვრებაში განსაკუთრებით აქტუალური ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ გახდა“, - ნათქვამია მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოფენა 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

თემები:
საქართველო და კულტურა (970)

მთავარი თემები