Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

დემნა გვასალია ამერიკულ სერიალში მოხვდა – ვიდეო

© Facebook / Demna Gvasalia Dailyდემნა გვასალია
დემნა გვასალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დემნა გვასალია ტრენდების ფუძემდებელია, ამიტომ მისი ულტრამოდური ნივთები მთელი მსოფლიოს მოდის მიმდევრების გარდერობში ინახება.

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია სატელევიზიო სტუდია HBO-ს ახალ მინისერიალში We are who we are ყურადღების ცენტრში მოხვდა.

იტალიაში მცხოვრები ამერიკელი ახალგაზრდების ყოველდღიურობაზე გადაღებულ სერიალში არის ეპიზოდი, სადაც ფილმის გმირები დემნაზე საუბრობენ:

– იცი დემნა გვასალია?
– არა, ვშიშობ არ ვიცი.
– ის არის „ვეტმანის“ მთავარი დიზაინერი, ახლა კი „ბალენსიაგასთვისაც“ მუშაობს. ის არის ქართველი. მას ახსოვს ომი იმ დროიდან, როდესაც პატარა ბიჭი იყო.

დემნა გვასალია ტრენდების ფუძემდებელია, ამიტომ მისი ულტრამოდური ნივთები მთელი მსოფლიოს მოდის მიმდევრების გარდერობში ინახება. გვასალიას სტილმა, რომელსაც თავიდანვე მარგინალური და დამანგრეველი უწოდეს, მსოფლიო მოდის წამყვანი გამოცემების ყურადღება მიიპყრო. დიზაინერი ატარებს ეპატაჟულ ჩვენებებს, რომლებსაც დიდი სიხარულით სტუმრობენ სახელოვანი სტუმრები.

დემნა გვასალია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდეგ კი ანტვერპენის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. ხელმძღვანელობდა Maison Martin Margiela-სა და Louis Vuitton-ის გუნდებს. ამჟამად ის არის Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორი. დემნას მიღებული აქვს პრემია CFDA (The Council of Fashion Designers of America) – „მოდის ოსკარი“, ხოლო მის ძმას გურამ გვასალიას Vetements-ის მარკის კომერციული მიღწევებისთვის – მოდის სამყაროში „საუკეთესო საერთაშორისო ბიზნეს-ლიდერის“ ჯილდო.

ყველა ახალი ამბავი
0