10:54 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8067
  • 100 RUB4.1413
  • USD3.2222
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (964)
44 0 0

კინოს ლეგენდარული მეტრების შედევრების ნახვა შესაძლებელი იქნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის შიდა ეზოში

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, აღინიშნება საკულტო იტალიელი კინორეჟისორების და სცენარისტების - ფედერიკო ფელინის და ტონინო გუერას ასი წლის იუბილე - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში მათი ცნობილი ფილმების კინოჩვენებები იმართება.

რეჟისორების შემოქმედების საღამოები სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის შიდა ეზოში გაიმართება. დამთვალიერებლებს ელოდება ფოტოგამოფენა, სადაც ფელინის ფილმ „რვა ნახევრის“ გადაღების დროს აღბეჭდილი ფოტოებია გამოფენილი.

დღეს გაიმართება კომედიური დრამა „ამარკორდის“ ჩვენება, რომლის სცენარი ფელინიმ გუერასთან ერთად დაწერა.

ხვალ, 9 ოქტომბერს, მუზეუმის ეზოში იქნება ნაჩვენები ქართველი რეჟისორის, მიხეილ მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმი „გამარჯობა, ქარი ქრის". ფილმი, რომელიც ეძღვნება იტალიელ პოეტს, დრამატურგსა და საზოგადო მოღვაწეს ტონინო გუერას, მოიცავს ნაწყვეტებს მისი ბიოგრაფიიდან და აერთიანებს დოკუმენტურ მასალებს, რომლებიც მრევლიშვილმა და მისმა შემოქმედებითმა ჯგუფმა როგორც მაესტროს სიცოცხლეში, ისე მისი გარდაცვალების შემდეგ გადაიღო.

ბოლო დღეს, 10 ოქტომბერს მაყურებელი ნახავს ფედერიკო ფელინის 1960 წლის ლეგენდარულ ფილმს „ტკბილი ცხოვრება“. ფილმები იტალიურ ენაზე ქართული სუბტიტრებით გავა.

თემები:
საქართველო და კულტურა (964)

მთავარი თემები