მთელი მსოფლიოსთვის: ანსამბლი „სუხიშვილები“ ვირტუალურ კონცერტს გამართავს

© Sukhishvilebi„სუხიშვილების“ მოცეკვავე
„სუხიშვილების“ მოცეკვავე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სრულიად ახალი, მაგრამ, ამასთან, ძირეულად ქართული – დიდი ქართული ანსამბლი მაყურებელს ექსპერიმენტულ ონლაინ–სანახაობაზე იწვევს

თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბალეტი 4 ოქტომბერს თავისი თაყვანისმცემლებისთვის გამართავს არა მხოლოდ ტრადიციულ კონცერტს „თაკარს“ ღია სცენაზე, არამედ ასევე ლაივ–სტრიმს, რომლის ნახვა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იქნება შესაძლებელი.

პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ანსამბლის თანამედროვე ქორეოგრაფია.

ნინო რამიშვილი - Sputnik საქართველო
„სუხიშვილები“ ნინო რამიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტების ციკლს წარადგენენ

ღონისძიებაზე ონლაინ–დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ვებ–გვერდზე.

ანსამბლმა ილიკო და ნინო სუხიშვილების ხელმძღვანელობით ინოვაციური რეფორმა გაატარა, რომელიც მიახლოებულია ე.წ. მოდერნისტული ბალეტის პრინციპებთან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავისი არსით ესაა ქართული ეროვნული ქორეოგრაფია – ადგილობრივ ფოლკლორზე აღმოცენებული ცეკვები.

ექსპერიმენტებთან და სიახლეებთან ნინო და ილიკო სუხიშვილები ბებიამ და ბაბუამ – ანსამბლის შემქმნელებმა ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა მიიყვანეს. პროფესიონალი მოცეკვავეები ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ქართული ხალხური ცეკვის აღორძინებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეუდგნენ. სუხიშვილისა და რამიშვილის ქართული ნაციონალური ბალეტი 1945 წელს დაარსდა. ეს იყო საქართველოს პირველი პროფესიონალური ანსამბლი, რომლის მაგალითსაც მოგვიანებით სხვებმაც მიბაძეს. უკვე 1948 წელს ანსამბლი გასტროლებით გაემგზავრა ევროპაში. ამას მოჰყვა მიწვევები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

ყველა ახალი ამბავი
0