ჯემალ ჭკუასელი იუბილარია – 85

© photo: Sputnikჯემალ ჭკუასელი
ჯემალ ჭკუასელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილ ლოტბართან და ქორეოგრაფთან ერთად საიუბილეო თარიღს – 135 წლისთავს ზეიმობს „ერისიონიც“, რომელსაც ჭკუასელი რამდენიმე ათეული წელი ხელმძღვანელობდა.

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს სახალხო არტისტი, ანსამბლ „ერისიონის“ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი თავისი 85 წლის იუბილეს ხელოვნების სასახლეში აღნიშნავს, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ ორგანიზატორებმა.

ჯემალ ჭკუასელი დაბადების დღეს, ჩვეულებრივ, 18 მაისს აღნიშნავს, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო საიუბილეო დღესასწაულის დროებით გადადება გახდა საჭირო. ამასთან, დღეს ხელოვნების სასახლეში აღნიშნავენ არა მხოლოდ ჭკუასელის 85 წლის იუბილეს, არამედ ასევე ანსამბლ „ერისიონის“ 135 წლისთავსაც.

ჯემალ ჭკუასელი - Sputnik საქართველო
ჯემალ ჭკუასელი: „ანზორ ერქომაიშვილმა მითხრა: გაგიჟდი ძამა, რაფერ იზამ მაგას ერთ დღეშიო?“

საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში მუზეუმში ერთი თვის განმავლობაში გახსნილი იქნება ექსპოზიცია, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ანსამბლის სცენური კოსტიუმები, აფიშები სხვადასხვა ქვეყანაში გასტროლებიდან, „ჩაკრულოს“ ვინილის ფირფიტის ასლი, რომელიც 1977 წელს ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ კოსმოსში მთელ მსოფლიოში შეკრებილ 27 სხვა კომპოზიციასთან ერთად გაუშვა. ანსამბლის წევრები თავიანთ ხელმძღვანელს სიურპრიზის სახით ახალ სიმღერას შეუსრულებენ.

ჯემალ ჭკუასელი საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. ის ანსამბლ „ერისიონს“ სათავეში 1986 წლიდან ედგა. ანსამბლი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით დადის გასტროლებზე. ამჟამად „ერისიონს“ მისი ვაჟი შერმადინ ჭკუასელი ხელმძღვანელობს.

ანსამბლი 1885 წელს დაარსდა. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტია ეთნო-სტილში.

ცნობილი ანსამბლი „ერისიონი“ ონლაინ-კონცერტს გამართავს>>

ანსამბლში ასზე მეტი ნიჭიერი არტისტი არა მხოლოდ დახვეწილი აკრობატული ელემენტების გამოყენებით ცეკვავს, არამედ მღერიან პოლიფონიურ სიმღერებს უნიკალური ქართული ტრადიციების დაცვით. გარდა ამისა, მსოფლიოში „ერისიონის“ არტისტები იმ მცირერიცხოვანთა რიცხვში არიან, რომლებიც დაეუფლნენ „პოპ-პოინტის“ ტექნიკას – ცეკვის ხელოვნებას რბილი ტყავის ბალეტის ფეხსაცმელში.

ყველა ახალი ამბავი
0