თბილისში საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის მიზანია განავითაროს ქართული საგუნდო მუსიკა, ხელი შეუწყოს საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, მსმენელს გააცნოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედება

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღში რიგით მე-10 თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი გაიხსნა, ნათქვამია თბილისის მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2011 წელს, თბილისის მერიის ინიციატივით დაფუძნდა, ფესტივალის მიზანია განავითაროს ქართული საგუნდო მუსიკა, ხელი შეუწყოს საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, მსმენელს გააცნოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედება.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ფესტივალი ღია ცის ქვეშ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში გაიმართება.

საიუბილეო ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ოთხი კონცერტი.

დღეს ფესტივალი გახსნა გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ.

მომდევნო დღეების პროგრამა:

10 ოქტომბერი

  • გორის ქალთა კამერული გუნდი;
  • ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ფიროსმანი";
  • ახალგაზრდული შერეული გუნდი „თუთარჩელა";
  • ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „მძლევარი";

11 ოქტომბერი

  • საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა ანსამბლი „ლირა";
  • სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი;
  • ვაჟთა ფოლკლორული გუნდი „ერქვანი";
  • ანსამბლი „მართვე";

14 ოქტომბერი

  • თბილისის ქალთა გუნდი;
  • ნ. სულხანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა;
  • გორის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი;
  • ვაჟთა ფოლკლორული გუნდი „ბიჭები";
  • ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა;
  • ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო–სადირიჟორო განყოფილების უფროსკლასელთა გუნდი.

ფესტივალის კონცერტები ღია ცის ქვეშ 16:00 საათზე გაიმართება.

ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ხოლო გენერალური პარტნიორი - საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი.

ყველა ახალი ამბავი
0