ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი იხსნება

© photo: Sputnik / Stringerქალაქი ზუგდიდი
ქალაქი ზუგდიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის მიზნად ისახავს რეგიონებში თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარებას და კულტურული ცხოვრების გააქტიურებას

თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. ცნობილი ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები და მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას თანამედროვე ხელოვნების ფესტივალში F5, რომელიც შაბათს, 19 სექტემბერს ზუგდიდში იხსნება.

ფესტივალი ორდღიანია და ბოტანიკურ ბაღში გაიმართება. ღონისძიება, რომელიც ტრადიციულად მოიცავს ლიტერატურულ და მუსიკალურ პროგრამებს, ზუგდიდში უკვე მესამედ იმართება. მისი ორგანიზატორებია ორი ახალგაზრდა ქართველი პოეტი, ნიკა ლაშხია და გიორგი შონია. ფესტივალის მხარდამჭერია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მწერალთა სახლი.

ინდოეთი - Sputnik საქართველო
ქართული ფილმი „შინდისი“ ინდოეთში ფესტივალის პრიზიორი გახდა

ფესტივალი მიზნად ისახავს თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას და რეგიონების კულტურულ ცხოვრებაში ჩაბმას.

წელს ფესტივალზე პირველად გაიმართება დოკუმენტური კინოს სექცია, რომელსაც ეროვნული კინოცენტრი წარადგენს. ფესტივალის ლიტერატურულ ნაწილში წელს მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ლიტერატორები, როგორიცაა ზურაბ ქარუმიძე, თამთა მელაშვილი, დათო ბარბაქაძე, შაკო ბაკურაძე, ცოტნე ცხვედიანი, ქეთი ქანთარია და სხვ.

ფესტივალის მონაწილეები შეეხებიან ისეთ თემებს, როგორიცაა ქალის ხმა ქართულ ლიტერატურაში, ქართული თარგმანის დღევანდელი პრობლემატიკა, ქალაქები და წმინდანები.

მუსიკალურ პროგრამაში წარდგება ჯგუფი „წერილი“ და ქანთრი-მუსიკოსი შოთა ადამაშვილი. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0