04:34 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრეზიდენტი (145)
99 0 0

ეროვნული პრემია გაიცემა ყოველწლიურად და ენიჭება ორ პირს, თითოეულს 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო ვაჟა-ფშაველას პრემია გაიცემა ორ წელიწადში ერთხელ და ენიჭება ერთ პირს 5 ათასი ლარის ოდენობით.

თბილისი, 15 სექტემბერი - Sputnik. დღეს საქართველოს ეროვნული პრემიისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, დამტკიცდა საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიისა და  ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიის 9 -კაციანი შემადგენლობები. კომისიების პირველი სხდომა დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ეროვნული პრემიის კომისიას უხელმძღვანელებს საქართველოს განათლების, მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, ხოლო ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიას - მწერალი როსტომ ჩხეიძე.

საქართველოს ეროვნული პრემია ენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა ან ნაშრომთა ციკლისთვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში. პრემია გაიცემა ყოველწლიურად და ენიჭება ორ პირს, თითოეულს 10 ათასი ლარის ოდენობით.

რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია, ის ენიჭება პირს ლიტერატურის დარგში (პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა) უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისთვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით. ვაჟა-ფშაველას პრემია გაიცემა ორ წელიწადში ერთხელ და ენიჭება ერთ პირს 5 ათასი ლარის ოდენობით.

პრემია, როგორც წესი, ენიჭება საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პრემია შეიძლება მიენიჭოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.

2018 წელს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა მწერალ გურამ დოჩანაშვილს პროზაული ნაწარმოებისათვის „ბრმადყოფილზე, და…", ასევე მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.

საქართველოს ეროვნული პრემია გადაეცათ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს ბესიკ იაშვილსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს ერეკლე გამყრელიძეს.

 

თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (145)

მთავარი თემები