02:52 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (929)
129 0 0

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ღია სივრცე მოწყობილია სოციალური დისტანცირებისა და ყველა სხვა საჭირო რეგულაციის გათვალისწინებით.

თბილისი, 12 სექტემბერი  – Sputnik. თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე არტოს ბაღში 14 ,15 და 16 სექტემბერს ქართული მუსიკის ფესტივალი „მუს-სკივრი" გაიმართება, ნათქვამია ვებგვერდზე Biletebi.ge

ფესტივალი სამ დღიანია და ღონისძიებები 20:00 საათზე დაიწყება.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ღია სივრცე მოწყობილია სოციალური დისტანცირებისა და ყველა სხვა საჭირო რეგულაციის გათვალისწინებით.

„ყოველი დღე ძალიან საინტერესოდ არის დატვირთული. საღამოები იქნება გაჯერებული ქართული უკვდავი მელოდიებით“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

ფესტივალს 14 სექტემბერს გახსნიან: ნიკა ნიკვაშვილი და ოპერისა და ბალეტის ორკესტრის მუსიკოსები. გაჟღერდება ქართული კინომუსიკა და ქართული პოპულარული თემები.

15 სექტემბერს მაყურებლების წინაშე წარდგებიან ეკა მამალაძე, ნუკრი კაპანაძე, ნინო გულიაშვილი, ანსამბლი „ფორტე", თეატრალურის კვარტეტი, ლევან დეისაძე, პაატა ანდრიაძე, ზაზა ცერცვაძე, ირაკლი მენთეშაშვილი, დათო ჯაფარიძე.

16 სექტემბერს ფესტივალის სცენაზე წარდგებიან: ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ქართული ხმების ტრიო, The Quintessence და ლუკა თოფურია, ლევან დეისაძე, პაატა ანდრიაძე, ზაზა ცერცვაძე, ირაკლი მენთეშაშვილი, დათო ჯაფარიძე.

ფესტივალი „მუს-სკივრი" დაფუძნდა 2020 წელს. მისი მიზანია ქართული მუსიკის მაქსიმალური პოპულარიზაცია. 

ბაღში ასევე გაიმართება ქართველი მხატვრებისა და დიზაინერების ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენები.

ფესტივალის ავტორები არიან ბაკურ ბაკურაძე და ქეთი გაბისიანი.

ფესტივალი თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.

 

თემები:
საქართველო და კულტურა (929)

მთავარი თემები