04:40 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
72 0 0

სიმღერის ყოველწლიურ კონკურსში „საბავშვო ევროვიზია 2020“, რომელიც პოლონეთის დედაქალაქში 29 ნოემბერს გაიმართება, 13 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 11სექტემბერი  — Sputnik.  საქართველოში საბავშვო ვოკალურმა შოუ–კონკურსმა „რანინამ“ სტარტი აიღო, რომლის გამარჯვებულიც ჩვენს ქვეყანას „საბავშვო ევროვიზია 2020“–ზე წარადგენს, ნათქვამია კონკურსის Facebook–გვერდზე. 

კონკურს „რანინას“ ფარგლებში ბავშვები სამი თვის მანძილზე, დიდ სცენაზე ორკესტრის, მუსიკალური ბენდის  თანხლებით ან ქართული ესტრადის პოპულარულ სახეებთან დუეტში, ცოცხლად შეასრულებენ სიმღერებს.

შოუს წამყვანია პიანისტი დავით ალადაშვილი, პროექტის ავტორი კი მუსიკოსი ლანა ქუთათელაძე.

2019 წელს პოლონეთის ქალაქ გლივიცაში გამართულ  „საბავშვო ევროვიზია 2019“–ზე საქართველო წარადგინა 13 წლის გიორგი როსტიაშვილმა სიმღერით  „გვინდა გვიყვარდეს“ (We need love)  და კონკურსში მე-14 ადგილი დაიკავა. კონკურსის გამარჯვებული პოლონელი ვიკი გაბორი გახდა.

საქართველო „საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008,20011 და 2016 წლებში.

სიმღერის ყოველწლიურ კონკურსში „საბავშვო ევროვიზია 2020“, რომელიც პოლონეთის დედაქალაქში 29 ნოემბერს გაიმართება, 13 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. მე-18 ფესტივალის სლოგანია Move the world! („აამოძრავე მსოფლიო!“).

მთავარი თემები