07:13 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (928)
81 0 0

პროექტის მიზანი საბავშვო ლიტერატურაში პროცესების ხელშეწყობა, ასევე თანამედროვე საბავშვო ავტორებისა და ილუსტრატორების მოტივირება და წახალისებაა.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მწერალთა სახლმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო–საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო–საყმაწვილო ლიტერატურული პრემია 2017 წელს დაწესდა. კონკურსი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ინიციატივით იმართება. 

პროექტის მიზანი საბავშვო ლიტერატურაში პროცესების ხელშეწყობა, ასევე თანამედროვე საბავშვო ავტორებისა და ილუსტრატორების მოტივირება და წახალისებაა.

პრემია, ტრადიციულად, წელიწადში ერთხელ სამ ასაკობრივ კატეგორიაში გაიცემა: ყველაზე პატარებისთვის (3-6 წელი), პატარებისთვის (7–12 წელი) და მოზარდებისთვის (+13). პრემია წარმოადგენს პრიზს და ფულად ჯილდოს (პრემიის ოდენობა კატეგორიაზე იქნება დამოკიდებული).

კონკურსი რვა ნომინაციაშია გამოცხადებული: საუკეთესო პოეტური წიგნი, საუკეთესო პროზაული წიგნი, საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი, საუკეთესო საბავშვო დრამატურგია, საუკეთესო დებიუტი, საუკეთესო ინოვაციური პროექტი, საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი და პრემია საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის.

კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 10–24 სექტემბრის პერიოდში მოხდება. ნამუშევრებს ხუთკაციანი  კონფიდენციალური ჟიური შეაფასებს.

თემები:
საქართველო და კულტურა (928)

მთავარი თემები