23:08 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (932)
48 0 0

კორონავირუსის პანდემიის გამო წელს რეგიონული თეატრების ფესტივალი უცხოელი მონაწილეების გარეშე, ღია ცის ქვეშ სპეციალურად შერჩეულ ლოკაციებზე იმართება.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტში რეგიონული თეატრების რიგით მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფესტივალი გაიხსნა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით „მთვარის მოტაცება“, რომელიც ღია ცის ქვეშ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა. 

გახსნის ცერემონიას განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ფესტივალი რეგიონებში თეატრალური კულტურის დიდი ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას წარმოადგენს. ჩხენკელმა ფესტივალის გახსნა ასევე მიულოცა ფესტივალის დამაარსებელს, სოხუმის თეატრისა და დასის დირექტორს და წარმატებები და პროფესიული ზრდა უსურვა.

კორონავირუსის პანდემიის გამო წელს რეგიონული თეატრების ფესტივალი უცხოელი მონაწილეების გარეშე, ღია ცის ქვეშ სპეციალურად შერჩეულ ლოკაციებზე იმართება. მასში მონაწილეობენ რეგიონული თეატრალური კოლექტივები დმანისიდან, თელავიდან, გორიდან, ქუთაისიდან, ზუგდიდიდან და ბათუმიდან.

რეგიონული ფესტივალი 2015 წელს დააფუძნა კულტურულ–საგანმანათლებლო ფონდმა „დღეს“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია საქართველოს დამსახურებული არტისტი ნინელი ჭანკვეტაძე.

თემები:
საქართველო და კულტურა (932)

მთავარი თემები