23:34 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო (101)
8610

ორგანიზატორებმა სხვადასხვა კატეგორიაში 2 ათასზე მეტი  ფილმიდან 100 საკონკურსო ფილმი შეარჩიეს, რომლებსაც ჟიურის სპეციალური წევრები შეაფასებენ.

თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. ქართველი რეჟისორის მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმის „მიტოვებული სოფელი“ (Abandoned Village) მსოფლიო პრემიერა ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე შედგება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფილმი 2018 წელს ეროვნულ კინოცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტია. საპროდიუსერო კომპანია - საზოგადოებრივ- საგანმანათლებლო მოძრაობა „კვალი XXI“. მარიამ კაპანაძე ფილმის სცენარის ავტორიცაა.

ფესტივალზე ფილმები 91 ქვეყნიდან წარადგინეს. ორგანიზატორებმა სხვადასხვა კატეგორიაში 2 ათასზე მეტი  ფილმიდან 100 საკონკურსო ფილმი შეარჩიეს, რომლებსაც ჟიურის სპეციალური წევრები შეაფასებენ.

რიგით მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი 20-23 ნოემბერს გაიმართება.

ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2014 წელს იაპონიაში დაარსდა.

 

თემები:
ქართული კინო (101)

მთავარი თემები