09:00 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (930)
85 0 0

ნინო რამიშვილი იყო ძლიერი, ამბიციური და ნიჭიერი ქალი. რომ არა მისი გამბედაობა და ექსპერიმენტები, დღეს ანსამბლს სულ სხვა ხასიათი და იერსახე ექნებოდა

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები" 2, 3 და 4 სექტემბრისთვის ამზადებს კონცერტების ციკლს, რომელიც ანსამბლის 75 წლის იუბილეს და „სუხიშვილების“ ერთ-ერთ დამფუძნებლის, ნინო რამიშვილის დაბადებიდან 110 წლისთავს ეძღვნება.

ქართული ფოლკლორი პარიზის მეტროში: რას შეიტყობენ საქართველოს შესახებ ფრანგები >>

ორგანიზატორები კონცერტებზე მაყურებელს წარუდგენენ როგორც ტრადიციულ პროგრამას, ისე ახალ ქორეოგრაფიულ კომპოზიციებს.

„გავიხსენოთ ნინო რამიშვილი, მისი დადგმული ცეკვები, მისი შექმნილი ქორეოგრაფიული კომპოზიციები“, - ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნულია, რომ ყველა კონცერტი გაიმართება სუხიშვილების ღია სცენა „თაკარაზე", რომელიც ნაფეტვრებში მდებარეობს.

ანსამბლის შემქმნელები, პროფესიონალი მოცეკვავეები ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ქართული ხალხური ცეკვის აღორძინებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეუდგნენ.

სუხიშვილისა და რამიშვილის ქართული ნაციონალური ბალეტი 1945 წელს დაარსდა. ეს იყო საქართველოს პირველი პროფესიონალური ანსამბლი, რომლის მაგალითსაც მოგვიანებით სხვებმაც მიბაძეს. უკვე 1948 წელს ანსამბლი გასტროლებით გაემგზავრა ევროპაში. ამას მოჰყვა მიწვევები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

დღეს მსოფლიოში განთქმულ ანსამბლს სუხიშვილი-რამიშვილების დინასტიის მესამე თაობა ხელმძღვანელობს. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი - ნინო სუხიშვილი.

ანსამბლმა ილიკო და ნინო სუხიშვილების ხელმძღვანელობით ინოვაციური რეფორმა გაატარა, რომელიც მიახლოებულია ე.წ. მოდერნისტული ბალეტის პრინციპებთან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავისი არსით ესაა ქართული ეროვნული ქორეოგრაფია – ადგილობრივ ფოლკლორზე აღმოცენებული ცეკვები.

თემები:
საქართველო და კულტურა (930)

მთავარი თემები