ქართველი სუპერგმირები: ბავშვებს „პირველ არხზე“ ახალი მულტფილმი ელოდებათ

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიბავშვები
ბავშვები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტზე მუშაობა თითქმის ერთი წელიწადი გრძელდებოდა. ავტორები შეეცადნენ ბავშვებისთვის ისეთი მულტიპლიკაციის შეთავაზებას, რომელიც გასართობიც იქნებოდა და შემეცნებითიც.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ქართველ ბავშვებს ახალ მულტიპლიკაციურ სერიალ „მაშველებს" „პირველი არხი“ 11 სექტემბრიდან სთავაზობს, ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გუჯი ამაშუკელის ავტორობით შექმნილი უნიკალური „ვეფხისტყაოსანი“ - Sputnik საქართველო
ესპანელებს „ვეფხისტყაოსნის“ გრაფიკული ვერსია გააცნეს

ნორჩი მაყურებელი 16 სერიას იხილავს, რომელშიც მთავარ გმირებს სხვადასხვა წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევთ. სერიალი, რომელიც „პირველი არხის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის იდეით შეიქმნა, ბავშვებს მთავარი გმირების საინტერესო თავგადასავლებზე მოუთხრობს.

ორი სეზონის მანძილზე პატარა მაშველებს – ბუბას, ნიკოს, მიას, ძაღლ ამოს და ბაბუა ამირან ღლონტს წინ ბევრი თავგადასავალი ელოდებათ.

„ჩვენ საკმაოდ რთული გზა გავიარეთ, რადგანაც საქმე ბავშვებს ეხება. საჭიროა ფრთხილი მიდგომა, რათა პირველ რიგში დავიცვათ ისინი. ამიტომ ამ სერიალზე ბავშვთა ფსიქოლოგი მუშაობდა", – განაცხადა ტელეარხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თინათინ ბერძენიშვილმა.

პროექტზე მუშაობა თითქმის ერთი წელიწადი გრძელდებოდა. ავტორები შეეცადნენ ბავშვებისთვის ისეთი მულტიპლიკაციის შეთავაზებას, რომელიც გასართობიც იქნებოდა და შემეცნებითიც.

ყველა ახალი ამბავი
0