08:19 01 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7560
  • 100 RUB4.0976
  • USD3.2059
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო (102)
158 0 0

„შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტის“ ავტორი წარადგენს თავის ახალ სურათს, რომელშიც ერთ-ერთ როლს ისევ ბრწყინვალე პიერ რიშარი ასრულებს.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ქართველი რეჟისორის ნანა ჯორჯაძის ახალი ფილმის „ბოცვერის თათი“ (Кроличья лапа) პრემიერა შედგება რუსეთის კინოსა და თეატრის XVIII ფესტივალზე „ამურის შემოდგომა“, რომელიც შორეულ აღმოსავლეთში 2020 წლის 13-20 სექტემბერს გაიმართება, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ ორგანიზატორებმა.

ფესტივალი ამურის ოლქის ქალაქ ბლაგოვეშჩენსკში ეპიდუსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით გაიმართება.

ტრადიციულად „ამურის შემოდგომის“ ფარგლებში იგეგმება სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების, თეატრალური სპექტაკლების, კონკურსების, მასტერ-კლასებისა და შემოქმედებითი საღამოების, კონცერტებისა და გამოფენების გამართვა.

ფესტივალის სტუმრები და მონაწილეები არიან რუსი კინემატოგრაფისტები, საზოგადო მოღვაწეები, მუსიკოსები, მხატვრები და ა.შ.

ნანა ჯორჯაძის ფილმი „ბოცვერის თათი“ სამი ქვეყნის კოპროდუქციაა – რუსეთის, ბელგიისა და ფინეთის. ფილმში როლებს ასრულებენ პიერ რიშარი, ნიკოლა დუვოშელი, ევგენი ტკაჩუკი.

ფილმში მოქმედება ხდება 1990-იან წლებში, ე.წ. „პერესტროიკის“ პერიოდში. მთავარი პერსონაჟები არიან ფრანგი არქიტექტორი ნიკა და საბჭოთა ინტელიგენტი ალია, რომელთა შეხვედრა მათ ცხოვრებას მთლიანად ცვლის.

ჯორჯაძის ფილმის გარდა, სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსში მონაწილეობას იღებს კიდევ 12 ფილმი. მათ შორის ვლადიმირ მირზოევის, ივან ტვერდოვსკის, ალექსანდრ ცოის, ედუარდ პარის და სხვა რეჟისორების ნამუშევრები.

სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ჟიურის ხელმძღვანელობს რუსი რეჟისორი, მსახიობი, რუსეთის დამსახურებული არტისტი ნატალია ბონდარჩუკი.

წელს პირველად ფესტივალის გრან-პრის ფულადი ეკვივალენტიც ექნება, სრულმეტრაჟიან კონკურსში ვალერი პრიემიხოვის სახელობის გრან-პრი – 150 000 რუბლი, ხოლო გრან-პრი მოკლემეტრაჟიან კონკურსში – 50 000 რუბლი.

ფესტივალი ტარდება რუსეთის ფედერაციის მთავრობის, რუსეთის კულტურის სამინისტროს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ამურის ოლქის მთავრობის, ბლაგოვეშჩენსკის ადმინისტრაციის, საპრეზიდენტო გრანტების ფონდის და კულტურის რუსული ფონდის მხარდაჭერით.

 

თემები:
ქართული კინო (102)

მთავარი თემები