არქეოლოგიური აღმოჩენები პეტრას ციხეზე გრძელდება

გამოწერა
პეტრას ციხის ტერიტორიაზე ადრეული ხანის კედლები და სხვადასხვა დანიშნულების კერამიკული ნაკეთობები აღმოაჩინეს.

თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. არქეოლოგიური გათხრების შედეგად პეტრას ციხის ტერიტორიაზე ადრეული ხანის კედლები და სხვადასხვა დანიშნულების კერამიკული ნაკეთობები აღმოაჩინეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

პეტრას ციხის ტერიტორიაზე მეექვსე საუკუნით დათარიღებული სამნავიანი ბაზილიკა მდებარეობს, სადაც ადრეული ხანის კედლები და სხვადასხვა დანიშნულების კერამიკული ნაკეთობები აღმოაჩინეს. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ კედლები ტერიტორიაზე ბაზილიკამდე, მეექვსე საუკუნემდე არსებული ეკლესიის დანატოვარია.

ციხე-ქალაქ პეტრას ნაშთი - Sputnik საქართველო
ბრძოლა ფაზისთან, სპილოს მოტანილი გამარჯვება და ცოცხლად გატყავებული სპარსი სარდალი

ქართველი მეცნიერის, არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის გიორგი თავამაიშვილის განცხადებით, ადგილზე ტურისტებზე გათვლილი გამჭვირვალე ხიდის გაკეთებას აპირებენ.

„თვალთახედვაში მოექცევა ყველა დეტალი, რომელიც უკავშირდება ისეთ საინტერესო არქიტექტურულ ნიმუშს, როგორიც არის ბიზანტიური სტილის სამნავიანი ბაზილიკა“, – განაცხადა თავამაიშვილმა.

არქეოლოგიური სამუშაოები პეტრას ციხეზე აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

პეტრა — ეგრისის სამეფოს ისტორიული ციხე-სიმაგრეა. აღნიშნული ტერიტორია, რომელსაც გააჩნდა უნიკალური სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობა, ისტორიულად ლაზების დასახლებას წარმოადგენდა.

ბიზანტიური კვალი საქართველოში: პეტრას ციხის უნიკალური აღმოჩენა>>

ციხე ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ ააგო. კარგად გამაგრებული ქალაქი ხანგრძლივი ალყის შემდეგ სპარსელებმა ჩაიგდეს ხელში. საბოლოოდ სპარსელებმა ომი წააგეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბიზანტიელებმა ციხე დაანგრიეს.

ყველა ახალი ამბავი
0