08:12 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (930)
143 0 0

შავი ზღვის სანაპიროზე გამართულ ფესტივალზე ტრადიციულად თავს მოიყრიან ჯაზის მოყვარულები მთელი ქვეყნიდან

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. რიგით მე-14 შავი ზღვის ჯაზის ფესტივალი (Black Sea Jazz Festival) ბათუმში 21-23 აგვისტოს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

Black Sea Jazz Festival-ის გახსნა ტრადიციულად ბათუმის საჩოგბურთო კლუბის სცენაზე (Batumi Tennis Club).

ფესტივალს გახსნის ჯაზ-პიანისტ გიორგი მიქაძის ინსტრუმენტული პროექტი Giorgi Mikadze Micro BeatZ. შემდეგ კი ფესტივალის სცენაზე ცნობილი ქართველი შემსრულებელი ნინო ქათამაძე წარდგება.

საინტერესო დამთხვევაა - ქათამაძე ბათუმში მღერის მინიმუმ წელიწადში ერთხელ და ყოველთვის 21 აგვისტოს - თავის დაბადების დღეზე. წელს ჯაზ-დივას 48 წელი უსრულდება.

მეორე დღეს, 22 აგვისტოს, ფესტივალის სცენას დაიკავებენ ახალგაზრდა მუსიკოსები - „ლუკა თოფურიას ტრიო“. ამავე დღეს იმღერებს სტეფანე მღებრიშვილი. ფესტივალის დახურვაზე ჯაზის ფანები იხილავენ ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა Young Georgian Lolitaz და MokuMoku.

Black Sea Jazz Festival-ის ორგანიზატორებია კომპანია Eastern Promotions და „თიბისი ბანკი“. ფესტივალის ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია ბათუმის სალაროებში და ონლაინ.

თემები:
საქართველო და კულტურა (930)

მთავარი თემები