06:09 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო (100)
221 0 0

სიუჟეტის მიხედვით, შეყვარებული წყვილი კარანტინშია და სასუნთქი ვარჯიშების დახმარებით სხვადასხვა დროში და ადგილებში „მოგზაურობს“

თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს იღებენ ფილმში „გააზიარე სიყვარული", ფილმის სცენარის ავტორია ნიკოლოზ ხომასურიძე, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

სრულმეტრაჟიანი ისტორიულ-ფანტასტიკური ფილმი მოგვითხრობს სიყვარულზე, კარანტინზე და დროში მოგზაურობის შესახებ. მისი მთავარი გმირები ხვდებიან ეროვნულ გმირებს, მათ შორის არიან ისეთი ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეები, მხატვრები და მწერლები, როგორიცაა დავით აღმაშენებელი, ნიკო და გიორგი ნიკოლაძეები, ნიკო ფიროსმანი და მარგარიტა, ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი, დავით სარაჯიშვილი.

სიუჟეტის მიხედვით, შეყვარებული წყვილი, რომელიც საქართველოში საფრანგეთიდან ბრუნდება, იმყოფება კარანტინში და მათ ერთმანეთის ნახვა არ შეუძლიათ. სპეციალური სასუნთქი ვარჯიშების დახმარებით ისინი გადაადგილდებიან სხვადასხვა დროში და ადგილებში, სადაც ისტორიულ პერსონაჟებს ხვდებიან.

მთავარ როლებს ფილმში ასრულებენ გიორგი გილიგაშვილი და ელისაბედ ბერიშვილი. ასევე ფილმში მონაწილეობენ ბექა თურმანიძე, ლაშა კანკავა, გიორგი და ოთო დარჩიაშვილები, გიორგი მეგრელიშვილი და სხვ.

თემები:
ქართული კინო (100)

მთავარი თემები