03:04 01 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7560
  • 100 RUB4.0976
  • USD3.2059
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (940)
913 0 0

თავის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს პოპულარულ შოუში გამოავლენენ როგორც დამოუკიდებლად მოღვაწე არტისტები, ისე ბენდები, გუნდები და ანსამბლები. მთავარი პირობაა - ნიჭი, ქარიზმა და პირველობის სურვილი

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ქართული შოუ „ნიჭიერის“ მეცხრე სეზონი „იმედის“ ტელეარხის ეთერში 2020 წლის 7 სექტემბერს დაიწყება, ნათქვამია პროექტის Facebook-გვერდზე.

პოპულარული შოუს მორიგი სეზონი ტელეეკრანებზე ჯერ კიდევ მარტში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო პროექტზე მუშაობა დროებით გადაიდო.

პროექტი, რომელშიც სხვადასხვა მიმართულებით საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას ნებისმიერი მსურველი შეძლებს, ტელეეთერში ორშაბათობით, 22:00 საათზე გავა. მაყურებლის წინაშე წამყვანის ამპლუაში წარდგება შოუმენი გია ჯაჯანიძე.

ცვლილებებია ჟიურის შემადგენლობაშიც: კონკურსანტებს შეაფასებენ ტელეწამყვანი და მსახიობი რუსკა მაყაშვილი, მომღერალი ანრი ჯოხაძე, დიზაინერი მაკა კვიციანი (ბრენდი Dalood) და ტელეჟურნალისტი დიმა ობოლაძე.

„ნიჭიერის“ სხვადასხვა სეზონში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მონაწილეობდნენ – მოცეკვავეები, მომღერლები, აკრობატები, ტანმოვარჯიშეები, ძალოსნები და ა.შ.

„ნიჭიერი" — ცნობილი ბრიტანული შოუს Got Talent-ის ქართული ანალოგია. პირველი „ნიჭიერი" საქართველოში ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში 2010 წლის თებერვალში გავიდა. „ნიჭიერის" ბოლო, მერვე სეზონის გამარჯვებული თბილისის ბიჭუნათა კაპელა გახდა.

თემები:
საქართველო და კულტურა (940)

მთავარი თემები