08:17 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (935)
105 0 0

„აკუსტიკა“ ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკალურ პროექტად აღიარეს. მისი პოპულარობის შესახებ ისიც მეტყველებს, რომ პროგრამა პანდემიის პირობებშიც კი გადიოდა ეთერში.

თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ პროექტი „აკუსტიკა“ კონკურსი „ელექტრონავტის“ გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „წლის საუკეთესო მედია“.

„აკუსტიკა“ მუსიკალური პროექტია, რომელსაც ცნობილი მუსიკოსები, კომპოზიტორები, ფოლკლორისტები და მომღერლები სტუმრობენ.

„გადაცემა „აკუსტიკა” პანდემიის პერიოდშიც კი არ გაჩერებულა და მისი შემოქმედებითი გუნდი ყოველდღიურად სთავაზობდა მაყურებელს ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ახალგაზრდა მუსიკოსების მიერ იზოლაციის პირობებში ჩაწერილ მუსიკალურ პროგრამას – „სახლიდან სახლში“, – ნათქვამია „პირველი არხის“ განცხადებაში.

თავისი აქტუალური კონცეფციის წყალობით პროექტი კვლავ რჩება ქართულ მედიასივრცეში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკალურ პროექტად.

ინოვაციური პოპ-კულტურის პრემიის „ელექტრონავტი XI“ დაჯილდოების მეთერთმეტე ცერემონია პანდემიის გამო განსაკუთრებული ფორმატით გაიმართა – თითოეულს ჰქონდა საშუალება, თვალი ედევნებინა ცერემონიის ტრანსლაციისთვის პირდაპირ ეთერში ვებ-გვერდზე www.electronauts.ge.

პრემიის გამარჯვებულებს, ტრადიციულად, ინტერნეტ-გამოკითხვის გარდა, პროფესიული ჟიური ავლენს. ონლაინ-გამოკითხვით პროგრამამ ხმების 40% მიიღო, ხოლო ჟიურის წევრებისგან – 60%.

ელექტრონავტი“ – ესაა მუსიკალური ვებ-პლატფორმა საინფორმაციო-გასართობი პროგრამებისთვის და ყოველწლიური ჯილდოებისთვის ელექტრონულ მუსიკაში, ხელოვნებასა და ინოვაციურ პოპ-კულტურაში.
თემები:
საქართველო და კულტურა (935)

მთავარი თემები