ბათუმის „რვაფეხამ“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო

© Sputnik / Olga Kiknavelidzeკაფე „ფანტაზია" ბათუმში
კაფე „ფანტაზია ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კაფე „ფანტაზია", რომელსაც ბათუმელები „რვაფეხას" უწოდებენ მისი იერსახის გამო, ბათუმის სავიზიტო ბარათი გახდა.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. ბათუმის ერთ-ერთმა სავიზიტო ბარათმა – კაფე „ფანტაზიის“ შენობამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო. ინფორმაციას ამის თაობაზე აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ამ დაწესებულებას ცოტა ხნის წინ რესტავრაცია ჩაუტარდა, ის 2000 წლიდან არ ფუნქციონირებდა. „რვაფეხას“, როგორც მას ბათუმელები უწოდებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017–2019 წლებში ფონდმა „ქართუმ“ ჩაუტარა.

შენობამ ძველი იერსახე შეინარჩუნა, ის მოზაიკით მოაპირკეთეს. მიმდებარე ტერიტორიაზე აღადგინეს შადრევანი და მოაწყვეს ბილიკები.

კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1975 წელს გაიხსნა. მოზაიკური შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავასა და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.

ყველა ახალი ამბავი
0