15:45 13 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6237
  • 100 RUB4.2107
  • USD3.0785
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (895)
11410

სურათის რესტავრაციაზე, რომელიც თითქმის ოთხი თვე გაგრძელდა, ქართველ სპეციალისტებთან ერთად ჩეხი კოლეგებიც მუშაობდნენ.

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. დასრულდა ქართველი რეჟისორის თენგიზ აბულაძის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული ფილმის „მონანიების“ რესტავრაცია. ფილმი 1984 წელსაა გადაღებული, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

„ამ ფილმის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია დღესაც. ეს არის, ჩვენ ენაზე რომ ვთქვათ, „მუშა ფილმი“, რომელსაც ყოველთვის ვიყენებთ ქართული ფილმების რეტროსპექტივებზე საზღვარგარეთ. ფილმი ჩამოვიტანეთ მოსკოვიდან, მოხდა ფილმის სკანირება, მისი ციფრული ვერსიის დამზადება და რესტავრაცია“, – განაცხადა კინოცენტრის დირექტორმა გაგა ჩხეიძემ და აღნიშნა, რომ სკანირების პროცესში ჩართული იყო ჩეხური კინოკომპანია.

პროექტი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. რესტავრაციაზე მუშაობა ოთხ თვეს გაგრძელდა.

„მონანიება“ რეჟისორ თენგიზ აბულაძის ფსიქოლოგიური დრამაა. სურათმა 1987 წელს კანის კინოფესტივალის გრან–პრი აიღო; 1988 წელს კი დაჯილდოვდა „ნიკას“ პრემიით ექვს ნომინაციაში.

აღსანიშნავია, რომ კინოცენტრის სპეციალისტებმა სულ ცოტა ხნის დაასრულეს ასევე რეზო ჩხეიძის 1959 წელს გადაღებული „მაია წყნეთელის“ რესტავრაცია.

თემები:
საქართველო და კულტურა (895)

მთავარი თემები