04:48 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (932)
16710

გამოჩენილი პოეტის, ბელა ახმადულინას გენიალური ბუნების შესახებ მოგვითხრობს ავტორი წიგნისა Больше, чем сны („მეტი, ვიდრე სიზმრები“) ანასტასია ხატიაშვილი

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. წიგნი გამოჩენილი რუსი პოეტისა და მთარგმნელის, ბელა ახმადულინას შესახებ, რომლის შემოქმედება მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოსთან, დაიბეჭდა თბილისში, საერთაშორისო კულტურული კავშირი „რუსული კლუბის“ სერიის ფარგლებში „რუსები საქართველოში“.

Пресс-конференция, посвященная презентации новых книг из серии Русские в Грузии
© Sputnik / Alex Shlamov
პრესკონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ახალი წიგნების პრეზენტაციას სერიიდან „რუსები საქართველოში“

წიგნები ამ სერიიდან ეძღვნება რუსული ხელოვნების საკულტო მოღვაწეებს, რომლებმაც საქართველოს კულტურაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. მათ შორის არიან ლევ ტოლსტოი, ვლადიმირ მაიაკოვსკი, ბორის პასტერნაკი, ოსიპ მანდელშტამი, ნიკოლაი გუმილიოვი, ვლადიმირ ნემიროვიჩ-დანჩენკო, გეორგი ტოვსტონგოვი და მრავალი სხვა ნიჭიერი ადამიანი.

წიგნი „მეტი, ვიდრე სიზმრები“, რომელიც მიეძღვნა ბელა ახმადულინას ღრმა მეგობრულ კავშირებს საქართველოსთან, დაწერა ჟურნალისტმა და მწერალმა ანასტასია ხატიაშვილმა. იმის შესახებ, როგორ და ვისთვის დაიწერა ეს წიგნი, ავტორმა ისაუბრა პრესკონფერენციაზე Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში.

„როდესაც შემომთავაზეს წიგნის დაწერა ბელა ახმადულინას შესახებ, ძალიან გამიხარდა, რადგან მისი და მისი შემოქმედების სიყვარული სკოლიდან გამომყვა. პრაქტიკულად ის ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი იყო, ამიტომაც ვთქვი: „სიამოვნებით“.  ქალბატონი ბელა იყო ნამდვილი ქალი, ადამიანი და პოეტი. ამიტომ ჩემს წიგნში შევეცადე დამეწერა არამხოლოდ ის, თუ როგორი კარგი პოეტი იყო, არამედ მეჩვენებინა მისი სამყარო საქართველოსთან და მის ქართველ ნიჭიერ და ცნობილ მეგობრებთან ურთიერთობით, რომლებსაც საქართველოს ფარგლებს გარეთაც იცნობდნენ“, - ამბობს ჟურნალისტი.

Анастасия Хатиашвили. Пресс-конференция, посвященная презентации новых книг из серии Русские в Грузии
© Sputnik / Alex Shlamov
პრესკონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ახალი წიგნების პრეზენტაციას სერიიდან „რუსები საქართველოში“

ხატიაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან საინტერესო იყო თვალი ედევნებინა პოეტი ქალის ცხოვრებისთვის, რომელმაც თითქოს კინოში ისე ჩაიარა მის თვალწინ.

„თითქოს მის ცხოვრებას აკვირდები არა ბიბლიოგრაფიის მიხედვით, არამედ მისი სულის სიმებით, მისი შეხვედრებით საქართველოსთან, მისი ნაცნობობით. ეს იყო არაჩვეულებრივი შეხება ამ ქალის, ამ პოეტის ცხოვრებასთან. მე ეს გავაკეთე ახალგაზრდებისთვისაც, რომლებმაც სამწუხაროდ აღარც იციან, ვინ არის ბელა ახმადულინა. რა თქმა უნდა, ამ წიგნს უფრო ისინი წაიკითხავენ, ვისთვისაც ნაცნობია მისი ლექსები. მაგრამ ძალიან მინდა რომ ახალგაზრდობამ გაიგოს, როგორი გენიალური პოეტი იყო ის“, - ამბობს ხატიაშვილი.

Пресс-конференция, посвященная презентации новых книг из серии Русские в Грузии
© Sputnik / Alex Shlamov
პრესკონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ახალი წიგნების პრეზენტაციას სერიიდან „რუსები საქართველოში“

უნიკალური წიგნების სერიას „რუსები საქართველოში“, რომლებიც მოგვითხრობს ქართულ კულტურასთან მჭიდროდ დაკავშირებულ რუსული ხელოვნების საკულტო მოღვაწეების შესახებ, შეემატა კიდევ ორი ახალი ეგზემპლარი - ახალი გმირები არიან რეჟისორი ვსევოლოდ მეიერჰოლდი, ასევე პოეტი და პედაგოგი კონსტანტინ გერასიმოვი.

თემები:
საქართველო და კულტურა (932)

მთავარი თემები