„მზესუმზირა“ 10 ათასი ლარით დააჯარიმეს – ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ

© Photo: Mzesumzira / FBფესტივალი „მზუსუმზირა“
ფესტივალი „მზუსუმზირა“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელექტრონული ფესტივალი 2015 წლის 13 ივნისიდან იმართება მთაწმინდის პარკში და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „მზესუმზირა“ 10 000 ლარით დააჯარიმეს. ინფორმაციას ორგანიზატორები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ფესტივალის შემქმნელებისთვის გაუგებარია, რატომ დაჯარიმდა ფესტივალი, როდესაც 29 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე წესები გააცნეს, მაგრამ შემდეგ, 17 ივლისის ღონისძიებისთვის მაინც დაჯარიმდნენ.

„მიზეზი არის შემდეგი, რომ ახალი დადგენილებით ელექტრონული მუსიკა საერთოდ არ არის შეყვანილი კულტურულ ღონისძიებათა სიაში და ყველა ის რეგულაცია, რომლის დაცვაშიც დამატებითი ფინანსური ხარჯი გავიღეთ, აღმოჩნდა ფუჭი, ისევე, როგორც მათი დაპირება, რომ მითითებების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში არ დავჯარიმდებოდით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 24 ივლისს დაგეგმილი ღონისძიება გააუქმონ, ხოლო საკუთარი სიმართლე სასამართლოში დაამტკიცონ.

ელექტრონული ფესტივალი 2015 წლის 13 ივნისიდან იმართება მთაწმინდის პარკში.

კორონავირუსის პანდემიის გამო დროებით შეჩერებული ღონისძიებები 13 ივლისიდან დასაშვები გახდა – ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად ხდება. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0