Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თბილისში ლენი კრავიცის კონცერტი აღარ გაიმართება

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშილენი კრავიცი
ლენი კრავიცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლენი კრავიცის გრანდიოზული კონცერტი 2020 წლის 31 მაისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა გამართულიყო.

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. თბილისში ლენი კრავიცის კონცერტი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო გაისისთვის იყო გადატანილი, 2021 წელსაც აღარ გაიმართება. ინფორმაციას ბილეთების გამავრცელებელი საიტი tkt.ge ავრცელებს.

ჯგუფი OneRepublic - Sputnik საქართველო
პანდემიის გამო ჯგუფ OneRepublic-ის კონცერტი საქართველოში 2021 წლისთვის გადაიდო

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლენი კრავიცის გადაწყვეტილებით მსოფლიო ტურნე – HERE TO LOVE გაუქმდა.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თავად მომღერალი ოფიციალურ წერილში ამ გადაწყვეტილებას მსოფლიო პანდემიით გამოწვეულ რეალობას უკავშირებს.

„მინდა გითხრათ, რომ მოუთმენლად ველოდი თქვენთან შეხვედრას, მაგრამ ამ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი და ჩემი ბენდის წევრების ჯანმრთელობაა“, – აღნიშნავს იგი.

tkt.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეძენილი ბილეთების თანხა 15 ივლისიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში ბარათზე ავტომატურად დაბრუნდება.

ლენი კრავიცის გრანდიოზული კონცერტი თავდაპირველად 2020 წლის 31 მაისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო კონცერტის გამართვის თარიღი შეიცვალა და 2021 წლისთვის გადაიდო.

ყველა ახალი ამბავი
0