20:05 04 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო (88)
72 0 0

ფილმი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ დააყენა თავდაყირა პროვინციული რაიონის ცხოვრება „საქართველოს რკინიგზის" ამბიციურმა პროექტმა.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ქართულმა დოკუმენტურმა ფილმმა „გვირაბი" მონტენეგროს საერთაშორისო კინოფესტივალზე Underhill Fest „2020 წლის საუკეთესო ფილმის" ჯილდო მიიღო, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

Underhill Fest ეძღვნება სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებს, რომლებსაც დამოუკიდებელი რეჟისორები ქმნიან. ფესტივალი არჩევს სურათებს, რომლებიც ფოკუსირებულია ნოვატორობასა და ისტორიის ძალაზე.

ფესტივალი თავს წარმოადგენს, როგორც „ალტერნატიული და მეამბოხე კინოფესტივალი", ის განკუთვნილია თავისუფალი, ცნობისმოყვარე, შემოქმედებითი და კინოხელოვნების მოყვარული მაყურებლისთვის, რომელიც აცნობიერებს დოკუმენტურ ფილმებში წარმოდგენილი პრობლემების სერიოზულობას.

„გვირაბის" გადაღებები 2014 წელს დაიწყო. ფილმზე მუშაობდნენ ჟურნალისტი ნინო ორჯონიკიძე და რეჟისორი ვანო არსენიშვილი. ამ დუეტმა ერთად უკვე ხუთი ფილმი გადაიღო, „გვირაბი" კი მათი დებიუტია სრულმეტრაჟიან კინოში.

„გვირაბი" 90-წუთიანი ფილმია, რომელიც მოგვითხრობს ხარაგაულის რაიონში სარკინიგზო სადგურ „მოლითის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. როგორც კი „საქართველოს რკინიგზის" მოდერნიზაციის ამბიციური პროექტი დაიწყო, ახლომდებარე სოფლების მოსახლეობის ცხოვრება თავდაყირა დადგა.

თემები:
ქართული კინო (88)

მთავარი თემები