გიყვარს „ვეფხისტყაოსანი“? – ჩაერთე ღონისძიებაში

© Sputnik / Alexander Imedashviliშოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაცია
შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის ილუსტრაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ვეფხისტყაოსანი“ ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწარმოებია, რომელიც  გენიალურმა შოთა რუსთაველმა XII საუკუნეში დაწერა.

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. საქართველოში დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის გენიალური პოემა „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვის დღეს 17 ივნისს აღნიშნავენ.

თუ ადრე ქვეყანაში ამ დღესასწაულს პუბლიკის წინაშე ნაწარმოებიდან ნაწყვეტების ხმამაღლა კითხვით აღნიშნავდნენ, წელს, კორონავირუსის პანდემიისა და მასობრივი ღონისძიებების გამართვის აკრძალვის გამო, ღონისძიება ონლაინ–სივრცეში გაიმართება. 

ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა გადაიღოს ვიდეო, რომელშიც ადამიანები პოემიდან მათთვის საყვარელ ნაწყვეტს წაიკითხავენ, და ვიდეორგოლი ინტერნეტში განათავსოს ჰეშტეგით #ვეფხისტყაოსნისსაჯაროკითხვისდღე. ასე მოიქცა ქართველი რეჟისორი, კინოსა და თეატრის მსახიობი გიორგი მეგრელიშვილი.

„ვეფხისტყაოსანი“ ქართული ლიტერატურის ერთ–ერთი ფუნდამენტური ნაწარმოებია, რომელიც გენიალურმა შოთა რუსთაველმა XII საუკუნეში დაწერა.

თბილისში პოემა პირველად 1712 წელს დაიბეჭდა. მას შემდეგ იგი მსოფლიოს 50-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი.

ყველა ახალი ამბავი
0