ასეთი ანბანი ჯერ არ გინახავთ: ქართველმა მხატვარმა „მონსტრების ანბანი“ შექმნა

© photo: Monsters' Alphabet / FBმონსტრების ანბანი
მონსტრების ანბანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადრე ქეთი ნიქაბაძე 18+ კატეგორიის ილუსტრაციებს ხატავდა, მაგრამ ახლა მხოლოდ საბავშვო ნახატებითაა დაკავებული.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. საქართველოს კალიგრაფები და მხატვრები ბოლო დროს ძალიან შემოქმედებითად და ორიგინალურად უდგებიან როგორც ძველი ქართული დამწერლობის ტრადიციების შენარჩუნებას, ისე ახალი შრიფტების შექმნას. გამონაკლისი არც გრაფიკული დიზაინერი ქეთი ნიქაბაძეა, რომელმაც სახალისო „მონსტრების ანბანი“ შექმნა. ანბანს ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ანბანის თითოეული ასო ფერადი მონსტრია მრავალი თვალით, მაგრამ შიშის ნაცვლად მნახველს მხოლოდ დადებით განწყობას უქმნის.

როგორც თავად მხატვარი ამბობს, მან სახალისო ანბანზე მუშაობა დაწერილობისა და მონსტრების სიყვარულის გამო დაიწყო.

„არ მინდა, ბავშვებს მონსტრების ეშინოდეთ, რადგან ყველა მონსტრი ბრაზიანი არ არის, ისევე, როგორც ყველა ადამიანი“, – ამბობს ნიქაბაძე.

ადრე ქეთი ნიქაბაძე ხატავდა ილუსტრაციებს 18+ კატეგორიაში, მაგრამ ახლა საბავშვო ნახატებითაა გატაცებული. როგორც მხატვარი აღნიშნავს, შემოქმედებითი პროცესი მას ისეთ სიამოვნებას ანიჭებს, რომ გადაწყვეტილი აქვს ამ საქმის გაგრძელება. ახლა მხატვარი ბავშვებისთვის სასვენ ნიშნებსა და ციფრებზე მუშაობს.

ყველა ახალი ამბავი
0