ქართველი რეჟისორის ფილმი კანის ფესტივალის ძირითად პროგრამაში მოხვდა

© AFP 2024 / Loic Venanceევა ლონგორია
ევა ლონგორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის ფილმი, ამჯერად – „დასაწყისი“, კანის კინოფესტივალში მესამედ მონაწილეობს.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში მოხვდა, იუწყებიან კინოჩვენების ორგანიზატორები.

რა იქნება პანდემიის შემდეგ: ფუტუროლოგები სამ სცენარს ასახელებენ >>

წელს კორონავირუსის პანდემიის გამო კანის საერთაშორისო კინოფესტივალი არც ტრადიციული და არც ონლაინ სახით არ გაიმართება. ამ ფესტივალისთვის ოფიციალურად შერჩეული ფილმები გადანაწილდება სხვა ცნობილ კინოფესტივალებზე – ტორონტოში, სან-სებასტიანში, ნიუ-იორკში, ვენეციაში, პუსანსა და ლიუმიერში.

დისტანციური სწავლება - Sputnik საქართველო
ბოლო ზუმი: ანუ წლევანდელი ბოლო ზარი

კინოჩვენების გენერალური დირექტორის ტიერი ფრემოს თქმით, წელს პროგრამაში შესული ნამუშევრების ჩამონათვალი არ იყოფა ჩვეულ კატეგორიებად – „მთავარი კონკურსი“, „განსაკუთრებული ხედვა“, „კონკურსგარე ნამუშევრები“, „სპეციალური სეანსები“. ფრემომ კინოპრესას შესთავაზა – თავად დაედგინათ, თუ რომელ კატეგორიას შეესაბამება ყველაზე უკეთ ესა თუ ის ფილმი.

დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანი ფილმი „დასაწყისი“ კინოფესტივალის ძირითად განყოფილებაში დაასახელეს. თუმცა ჯერ უცნობია, რომელ ფესტივალზე გაიმართება ფილმ „დასაწყისის“ მსოფლიო პრემიერა.

სრულმეტრაჟიანი ფილმი „დასაწყისი“ მოგვითხრობს იეღოვას მოწმეების ჯგუფის ისტორიას, რომელიც მიყრუებულ პროვინციულ ქალაქში ექსტრემისტული დაჯგუფების მხრიდან თავდასხმების მსხვერპლი ხდება. იანა იეღოვას მოწმის ცოლია. მისთვის ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის პარალელურად ნგრევას იწყებს. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, როდესაც ის საკუთარი სურვილების ანალიზს იწყებს.

ფილმში როლებს ასრულებენ ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და ლაშა ონელი.

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი კანის ფესტივალში უკვე მესამედ მონაწილეობს.

2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი „უხილავი სივრცეები“ მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი, 2016 წელს დეა კულუმბეგაშვილის სხვა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ლეტა“ რეჟისორის კვირეულის სექციაში აჩვენეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0