დავეხმაროთ ხელოვნებას: საქართველო შეუერთდა კამპანიას Culture is not cancelled

© Sputnik / Vladimir Umikashviliმოდის კვირეული Mercedes Benz Fashion Week Tbilisi
მოდის კვირეული Mercedes Benz Fashion Week Tbilisi - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ხელოვნების სფერო, ისევე, როგორც ეკონომიკა და ტურიზმი, ძალიან დაზარალდა.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველო შეუერთდა კამპანიას Culture is not cancelled, რომელიც ხელოვნების სფეროს მხარდაჭერას ითვალისწინებ, წერს კულტურის პორტალი at.ge.

Culture is not cancelled – ესაა მოწოდება, რომელიც კულტურის სექტორის სოლიდარობასა და მხარდაჭერას ქადაგებს. სხვადასხვა ორგანიზაციას, დაწესებულებასა და კულტურის წარმომადგენლებს შეუძლიათ ამ ლოზუნგის გამოყენება, რათა COVID-19-ის პანდემიას საკუთარი შემოქმედებით უპასუხონ.

„კარანტინი“ ფიროსმანის გმირებისთვის – მხატვრის ხედვა>>

მაგალითად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შეუძლიათ შემოქმედ ადამიანებს წარუდგინონ პლატფორმა მათი ხელოვნების დემონსტრაციისთვის, მათ შორისაა, მაგალითად, ონლაინ–გამოფენები, ფოტოალბომები, ფილმების პრემიერები და სხვ.

საქართველოში ამ კამპანიას შეუერთდნენ Mercedes-Benz Fashion Week TBILISI, LUMEN და IPS. კამპანიის მხარდაჭერის მიზნით Mercedes-Benz Fashion Week TBILISI-ს ორგანიზებით თბილისში, რუსთაველის გამზირზე და სხვა ადგილებზე შენობები განათდა.

„პანდემიის გამო ერთ-ერთი ჯგუფი, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არიან – მუსიკოსები, დიზაინერები, ფოტოგრაფები, მხატვრები და ა.შ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ქართველი ხელოვანები, რომლებსაც სახელმწიფოსგან კომპენსაციები არ მიუღიათ“, – აღნიშნა Mercedes-Benz Fashion Week TBILISI-ს კრეატიულმა დირექტორმა და დამფუძნებელმა სოფო ჭყონიამ.

აქტრისა მარგარიტა - Sputnik საქართველო
როგორ „დაკარგეს“ პანდემიის პერიოდში ფიროსმანის ნახატების გმირებმა მხატვარი

უფრო ადრე საქართველოს კულტურის სხვადასხვა სფეროს წრმომადგენლებმა შექმნეს პეტიცია, რომელშიც მთავრობასა და შესაბამის სტრუქტურებს სთხოვენ სათანადო ყურადღება მიაქციონ კრიზისულ ვითარებას, რომელიც პანდემიასთან დაკავშირებით შეიქმნა, და დაეხმარონ ხელოვან ადამიანებს. ინიციატივის ავტორებმა წარადგინეს თავიანთი გეგმა და რიგი მოთხოვნები შემოქმედებითი კრიზისის დასაძლევად.

სურვილებს შორისაა: დაუყოვნებლივი ფინანსური დახმარების პაკეტი ხელოვანთათვის, კულტურის სფეროში უშტატოდ მომსახურე ადამიანების, ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ხელოვანების, ახალგაზრდების, უმცირესობების მხარდაჭერა სოციალური შეღავათებით; საშემოსავლო გადასახადებისა და ქონების გადასახადის შეჩერება შემდეგი 12 თვის განმავლობაში, საბანკო კრედიტების გადავადების გაგრძელება კიდევ ექვსი თვით და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0