22:11 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (830)
58920

შოუში მონაწილეობის მსურველებმა შოუს Facebook-გვერდზე უნდა გაგზავნონ ვიდეორგოლები, სადაც მათი განსაკუთრებული უნარები გამოჩნდება.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. საქართველოში გაჩნდება საერთაშორისო შოუს Little Big Shots ქართული ანალოგი, რომელიც Imedi-ს ტელეარხზე გავა.

პროექტი Little Big Shots შეკვეთილი იყო 2015 წელს ნაციონალური სამაუწყებლო კომპანია NBC-ს მიერ რვაეპიზოდიანი პირველი სეზონისთვის. პრემიერა, რომლის წამყვანი იყო სტივ ჰარვი, 2016 წლის 8 მარტს შედგა. შოუ გადის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იტალია, საფრანგეთი, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა და სხვ.

შოუზე ტრადიციულად გამოდიან უჩვეულო ნიჭის მქონე ბავშვები - აკრობატები, მომღერლები, მუსიკოსები, მზარეულებიც კი.

ამ დროისათვის „იმედმა“ გამოაცხადა, რომ პროექტის ჩასატარებლად მოსამზადებელ ეტაპს იწყებს. გადაცემის სახელწოდება იქნება „პატარების დიდი შოუ“.

„თუ ჯერ არ ხარ 13 წლის, მაგრამ ხარ მუსიკოსი, გამომგონებელი, პოეტი, მსახიობი, სპორტსმენი, ილუზიონისტი, ექიმი, ექსტრემალი, მხატვარი, ფიზიკოსი, გიყვარს ცხოველები, ქიმია, ისტორია, ასტრონომია ან გემრიელი კერძების მომზადება, თუ გჯერა, რომ განსაკუთრებულ ნიჭს ფლობ და შეგიძლია ის, რაც სხვებს არ შეუძლიათ, მაშინ დროა მთელმა ქვეყანამ იამაყოს შინით“, - ნათქვამია შოუს ანონსში.

შოუში მონაწილეობის მსურველებმა შოუს Facebook-გვერდზე უნდა გაგზავნონ ვიდეორგოლი, სადაც მათი განსაკუთრებული უნარები გამოჩნდება. როდის გავა გადაცემა ეთერში, ჯერჯერობით უცნობია.

თემები:
საქართველო და კულტურა (830)

მთავარი თემები