21:30 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (830)
90 0 0

ტრადიციული კონკურსის ნაცვლად ორგანიზატორებმა შაბათს გამართეს მუსიკალური შოუ Europe Shine a Light, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის შემსრულებლები მონაწილეობდნენ

თბილისი, 17 მაისი - Sputnik. სიმღერის საერთაშორისო კონკურსი „ევროვიზია“ 2021 წელს როტერდამში Ahoy Arena-ზე გაიმართება, ნათქვამია ევროპის სამაუწყებლო კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ევროვიზიის ორგანიზატორებმა კორონავირუსის პანდემიის გამო წელს კონკურსი გააუქმეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება 18 მარტს მიიღეს.

საქართველო კონკურსზე უნდა წარმოედგინა „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებულს, თორნიკე ყიფიანს სიმღერით Take Me As I Am („მიმიღე ისეთი, როგორც ვარ“).

წესების მიხედვით, მიმდინარე წლის სიმღერები ვერ იქნება წარმოდგენილი ევროვიზიაზე მომდევნო წელს. რაც შეეხება არტისტების შერჩევას თითოეული ქვეყნიდან, ეს მაუწყებლების პრეროგატივა იქნება.

ტრადიციული კონკურსის ნაცვლად ორგანიზატორებმა შაბათს გამართეს მუსიკალური შოუ Europe Shine a Light, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნიდან 41 კონკურსანტი მონაწილეობდა.

„ევროვიზია 2020“-ზე თორნიკე ყიფიანის კომპოზიცია საუკეთესოდ დასახელდა >>

„ევროვიზიის“ კონკურსზე უფრო დეტალური ინფორმაცია, ჩატარების თარიღის ჩათვლით, უახლოეს კვირებში და თვეებში გამოქვეყნდება, წერენ ორგანიზატორები.

თემები:
საქართველო და კულტურა (830)

მთავარი თემები