ახალგაზრდა ქართველი მოდელი Fendi-ს რეკლამაში გადაიღეს

© courtesy of Niko Abuladzeმატილდა გვარლიანი
მატილდა გვარლიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამოდელო სამყაროში მატილდა გვარლიანის დებიუტი ფლორენციაში ერთ-ერთ ჩვენებაზე შედგა, მაშინ გოგონა 14 წლის იყო.

თბილისი, 15 მაისი – Sputnik. ახალგაზრდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი მსოფლიოში ცნობილი ბრენდის Fendi-ს რეკლამაში გადაიღეს.

ეფექტური გარეგნობის ქართველი გოგონა, სხვა მოდელებთან ერთად, fendis & chaos ბრენდების ერთობლივ ვიდეორგოლში გადაიღეს. რეკლამის გადაღებები მილანში გაიმართა. 

მიუხედავად იმისა, რომ გოგონა სულ რაღაც 16 წლისაა, იგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია. ამასთან, ქართველ მოდელს შთამბეჭდავი წარმატებები აქვს უცხოეთშიც.

სამოდელო სამყაროში მატილდა გვარლიანის დებიუტი ფლორენციაში ერთ-ერთ ჩვენებაზე შედგა, მაშინ გოგონა 14 წლის იყო. ერთი წლის შემდეგ კი ქართველი მოდელი ცნობილი ბრენდის PULL&BEAR-ის სარეკლამო კამპანიისთვის გადაიღეს.

გოგონას კარიერა დღითი დღე წარმატებული ხდებოდა, მან მილანის მოდის კვირეულზე (Milan Fashion Week 2019) Dolce & Gabbana-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.

ყველა ახალი ამბავი
0