18:21 01 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9840
  • 100 RUB4.3704
  • USD3.3253
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (992)
63 0 0

ლეგენდარული მუსიკოსი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მსოფლიო ტურნეს ფარგლებში - Here To Love - უნდა გამოსულიყო

თბილისი, 11 მაისი - Sputnik. მსოფლიოში სახელგანთქმული ამერიკელი მომღერლის ლენი კრავიცის (Lenny Kravitz) კონცერტი, რომელიც 2020 წლის 31 მაისს იყო დაგეგმილი, 2021 წლის მაისისთვის გადაიდო.

„ლენი კრავიცის კონცერტის ახალი თარიღი ცნობილია, ლეგენდარული მუსიკოსის კონცერტი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 2021 წლის 29 მაისს ჩატარდება. უკვე შეძენილი ბილეთების გამოყენებას, სურვილის შემთხვევაში, შეძლებთ 2021 წელს. ბილეთის დაბრუნებას კი 7 მაისიდან ოქტომბრამდე მოახერხებთ tkt.ge-ზე: https://bit.ly/Lenny2021“, - ნათქვამია კონცერტის ორგანიზატორების განცხადებაში.

მუსიკოსი უნდა გამოსულიყო მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მსოფლიო ტურნეს Here To Love ფარგლებში.

ტურის ევროპული ნაწილი საქართველოს დედაქალაქში უნდა დაწყებულიყო. აღსანიშნავია, რომ მესხის სახელობის სტადიონი 27 ათასზე მეტ ადამიანს იტევს, აქედან დასაჯდომი ადგილების რაოდენობა ათასს აღემატება.

კონცერტზე მუსიკოსს უნდა შეესრულებინა როგორც სიმღერები თავისი ბოლო ალბომიდან, ისე მსოფლიო ჰიტები თავისი 30-წლიანი მუსიკალური კარიერიდან.

55 წლის ამერიკელი მუსიკოსი „გრემის“ მფლობელი მომღერალი, ტექსტების ავტორი, მულტი-ინსტრუმენტალისტი, პროდიუსერი და არანჟირების ოსტატია. მისი „რეტრო“ სტილი აერთიანებს როკის, სოულის, ფანკის, რეგეის, მძიმე როკის, ფსიქოდელიურის, ფოლკ მუსიკისა და ბალადების ელემენტებს. მის შემოქმედებაზე გავლენა მოახდინეს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორიც არიან პრინსი, დევიდ ბოუი, სტივი უანდერი და პოლ მაკარტნი.

სიმღერის გარდა, კრავიცი ხშირად თავად ასრულებს გიტარის, ბას-გიტარის, კლავიშებიანის, დრამის და პერკუსიის ყველა პარტიას.

მსოფლიოს მასშტაბით მომღერალმა დაახლოებით 20 მილიონი ალბომი გაყიდა. ლენის ქალიშვილი ზოი კრავიცი მამის კვალს გაჰყვა და კინოგადაღებების გარდა მღერის და გიტარაზე უკრავს.

თემები:
საქართველო და კულტურა (992)

მთავარი თემები