15:08 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (975)
12420

კოლექტივი ასრულებს ტრადიციულ ქართულ მუსიკას როგორც აკაპელა, ისე ძველი ხალხური საკრავების თანხლებით

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. გოგონები ანსამბლ „გორდელადან“ ფოლკლორის მოყვარულებს კარანტინზე არ მოაწყენენ - მათ წარადგინეს მესხური სიმღერა „ელია გოგო ელია“.

16 წლის ზუგდიდელი გოგონა, რომელმაც ემინემზე სწრაფად გარეპა და კონკურსიც მოიგო – ვიდეო >>

გოგოებმა ჩაწერეს ვიდეო თვითიზოლაციაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონებში: გურიაში, ქართლში, კახეთში და თბილისში. მუსიკალურ გაფორმებაში მათ დაეხმარათ აკორდეონისტი გიორგი კიკნაძე, რომელიც ამჟამად თურქეთში იმყოფება.

ანსამბლი „თსუ - გორდელა“ 2007 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსდა. მასში 11 სხვადასხვა ფაკულტეტის კურსდამთავრებული გაერთიანდა.

Ансамбль ТГУ - Гордела
ანსამბლი „გორდელა“

კოლექტივი ასრულებს ტრადიციულ ქართულ მუსიკას როგორც აკაპელა, ისე ხალხურ საკრავებზე. გოგონები უკრავენ უძველეს ქართულ ინსტრუმენტებზე: ფანდურზე, ჩონგურზე, ჭუნირზე, ჩანგზე, სალამურზე, დოლზე, დაირაზე, გარმონზე, ჭიბონზე, ლარჭემზე.

ანსამბლი უამრავი მუსიკალური კონკურსის და ფესტივალის ლაურეატია, ასევე კონცერტების და ფოლკლორული საღამოს მონაწილეა.

 

 

თემები:
საქართველო და კულტურა (975)

მთავარი თემები