ცნობილმა ქართველმა პოეტმა პანდემიას ლექსი მიუძღვნა

© photo: Besik Kharanauli / FBბესიკ ხარანაული
ბესიკ ხარანაული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბესიკ ხარანაული არის რუსთაველისა და ჭავჭავაძის პრემიების ლაურეატი, 2010 წელს შვეიცარიის სახელით წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. ცნობილმა ქართველმა პოეტმა და მწერალმა ბესიკ ხარანაულმა კორონავირუსის პანდემიას ლექსი მიუძღვნა. მისი წაკითხვა შესაძლებელია ლიტერატორის Facebook–გვერდზე.

ლექსს ეწოდება „გვარი და სახელი“. მისი მთავარი იდეა ისაა, რომ პანდემიის – უხილავი მტრის წინაშე ყველა თანასწორია: მეფე თუ დედოფალი, სულთანი, იმპერატორი თუ დიქტატორი...

ბესიკ ხარანაული 1939 წელს თიანეთში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

© photo: Besik Kharanauli / FBბესიკ ხარანაული
ცნობილმა ქართველმა პოეტმა პანდემიას ლექსი მიუძღვნა - Sputnik საქართველო
ბესიკ ხარანაული

ბესიკ ხარანაული არის რუსთაველისა და ჭავჭავაძის პრემიების ლაურეატი, 2010 წელს შვეიცარიის სახელით წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში. არაერთხელ აქვს მიღებული პრემია „საბა“.

პოეტის ლიტერატურული დებიური 1968 წელს შედგა. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა ისეთი გამოცემების რედაქციებში, როგორიცაა „ლიტერატურა და ხელოვნება“, „საბჭოთა საქართველო“, „მნათობი“, „ნაკადული“.

ბესიკ ხარანაულის ლექსები თარგმნილია რუსულ, ფრანგულ, გერმანულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე.

ყველა ახალი ამბავი
0