21:31 15 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4817
  • 100 RUB4.3094
  • USD3.0633
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (860)
56 0 0

სექცია COVIDEO – ესაა იზოლაციის პერიოდში დანახული სამყარო. პროგრამა გათვალისწინებულია როგორც კინოს პროფესიონალების, ისე ყველა დაინტერესებული მოყვარული რეჟისორისთვის.

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალმა BIAFF ახალ სექციაში COVIDEO მოკლემეტრაჟიანი ფილმების მიღება გამოაცხადა. BIAFF 2020 წლის 13–20 სექტემბერს არის დაგეგმილი.

სექცია COVIDEO – ესაა იზოლაციის პერიოდში დანახული სამყარო. პროგრამა გათვალისწინებულია როგორც კინოს პროფესიონალების, ისე ყველა დაინტერესებული მოყვარული რეჟისორისთვის.

„კორონავირუსის გამო გამოწვეულმა იზოლაციამ ცვლილებები შეიტანა ყოფიერებაში და მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი გეგმები, თუმცა ყოველივე ამას ნათელი მხარეც აქვს – ეს პერიოდი შესაძლოა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდეს მხატვრული ინსპირაციისთვის“, – ნათქვამია ფესტივალის განცხადებაში.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების მიღება COVIDEO სექციაში უკვე დაიწყო. კინოესეს მოთხოვნებს შორისაა იზოლაციის თემები და მოტივები, გადაღების სასურველი პერიოდია 2020 წლის მარტი–ივნისი, ქრონომეტრაჟი – ერთიდან ხუთ წუთამდე, ხარისხი – HD.

BIAFF-ის პროგრამაში შეირჩევა 20 საუკეთესო საკონკურსო ნამუშევარი. ყველა სურათს ფესტივალის მიმდინარეობისას დიდ ეკრანზე აჩვენებენ. ნამუშევრებს შეაფასებენ როგორც ჟიურის წევრები, ისე აუდიტორია.

გამარჯვებულებს გამოავლენენ შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, საუკეთესო ორიგინალური იდეა/სცენარი და მაყურებლის სიმპათიის პრიზი.

პრიზის სახით სექციის მონაწილეები მიიღებენ ფესტივალზე აკრედიტაციას ყველა ჩვენებაზე და ბათუმში მასტერ–კლასებზე თავისუფლად დასწრების შესაძლებლობას.

სექციაში მონაწილეობისთვის რეჟისორებმა უნდა შეავსონ ონლაინ–განაცხადი. დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე submission@biaff.org.

ახალი ქართული კინო: საქართველოში უფასო ონლაინ-სეანსები დაიწყო>>

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF 2006 წელს დაარსდა. ის ორიენტირებულია არტ-ჰაუსისა და დამოუკიდებელი კინოს სიახლეებზე როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. BIAFF ითვალისწინებს სამ მთავარ ნომინაციას – საუკეთესო მხატვრული, საუკეთესო დოკუმენტური და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი. კინოფორუმის პროგრამაში ტრადიციულად ორი კონკურსია: ეროვნული და საერთაშორისო.

თემები:
საქართველო და კულტურა (860)

მთავარი თემები