22:23 15 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4817
  • 100 RUB4.3094
  • USD3.0633
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1217)
11710

სტრესები და თვითიზოლაცია უნდა გამოვიყენოთ ჩვენი კარგი მხარეების განვითარებისთვის - შემოქმედების, იუმორის და მშვენიერის აღქმის გზით

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. ქართველმა მეთუნემ და მხატვარმა თაკო ნოდიამ შექმნა კერამიკული ნიღბები - ასე კრეატიულად გამოეხმაურა გოგონა კორონავირუსის პანდემიის და პირბადეების დეფიციტის თემას.

ბევრმა ქართველმა ხელოვანმა კარანტინის დროს სხვადასხვა გემოვნების და ფანტაზიის თემატური ნამუშევარი წარმოადგინა. მხატვრებმა თავის არტ-პროექტებში ჩართეს ისეთი საკულტო პიროვნებები, როგორიცაა გენიოსი პრიმიტივისტი ნიკო ფიროსმანი და მისი განთქმული სურათების პერსონაჟები.

მეთუნე თაკო ნოდიამაც პანდემიის დროს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ნივთის - ნიღბის მისეული ვერსიის შექმნა გადაწყვიტა.

მან შექმნა საკუთარი კერამიკული ნიღბები და ისინი საინტერესო დეტალებით გააფორმა. მათზე გამოსახულია ფერადი რომბები, ულვაშები და წითელპომადიანი სასაცილო ტუჩებიც.

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს. ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ ჩვენ, ადამიანები, უკეთესები გავხდეთ, მოცემულ რეალობას პოზიტიურად უნდა შევხედოთ. ასეთ დროს ძალიან გვეხმარება იუმორი“, - ამბობს თაკო.

თაკო ნოდია - თვითნასწავლი მეთუნეა. 2015 წელს ნატა გიგინეიშვილთან ერთად დააარსა სახელოსნო Red. გოგონები გამოფენის მოწყობას ამ გაზაფხულზე გეგმავდნენ, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ის გადაიდო. ამიტომ თაკო თავის ნამუშევრები სოციალურ ქსელში გამოჩნდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1217)

მთავარი თემები