22:32 15 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4817
  • 100 RUB4.3094
  • USD3.0633
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
169 0 0

კორონავირუსის ეპიდაფეთქების პირობებში, სიდნეის  ბიენალე ხელმისაწვდომია ონლაინ-პლატფორმის, Google Arts & Culture-ის საშუალებით

თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. ქართველი მხატვარი  ვაჟიკო ჩაჩხიანი პირველი ქართველი ხელოვანია, რომელიც სიდნეის ბიენალეზე წარადგენს ნამუშევარს - ინსტალაციას „არმია გენერლის გარეშე“. 

ინსტალაცია „არმია გენერლის გარეშე“ გადაჭრილი მკვდარი ხეა, რომელიც გეომეტრიული ფორმის დატკეპნილ მიწაშია მოთავსებული. ზედაპირზე კი, ხის გარშემო, დაბზარული საფლავის ქვებია განთავსებული, რომლებზეც გარდაცვლილ მშრომელთა სახელები წერია. 

ინსტალაცია, ობიექტი და მოძრავი სურათი ახალგაზრდა მხატვრის  გამოხატვის ძირითადი საშუალებებია.

 2013 წლიდან ჩაჩხიანის ნამუშევრები აქტიურად იფინება ევროპის მნიშვნელოვან სახელოვნებო სივრცეებში ჯგუფური,  თუ სოლო გამოფენების ფარგლებში. მხატვრის „ცოცხალი ძაღლი მკვდარ ლომებს შორის“  2017 წელს წარმოდგენილი იყო ვენეციის 57-ე ბიენალეზე. 

Проект художника Важико Чачхиани Последнее, за что я могу зацепиться, это твои слова
© Sputnik / Levan Avlabreli
ვაჟიკო ჩაჩხიანის პროექტი „უკანასკნელი, რასაც შეიძლება ჩავეჭიდო, შენი სიტყვებია“

სიდნეის 22-ე ბიენალე 100-ზე მეტ ხელოვანსა და არტ-კოლექტივს აერთიანებს და წარმომადგენლობის მიღმა დარჩენილი ნაციონალობების, რასების, ერებისა თუ საზოგადოებების პოლიტიკურ და კულტურულ შემოქმედობითობაზე აკეთებს აქცენტს.

„ჩვენი კარი სიდნეის მასშტაბით იკეტება, მაგრამ იხსნება ციფრულ სამყაროში – მსოფლიოს ყველა კუთხეში და ყველასათვის“, – ნათქვამია ბიენალეს განცხადებაში.

კორონავირუსის ეპიდაფეთქების პირობებში, სიდნეის  ბიენალე ხელმისაწვდომია ონლაინ-პლატფორმის, Google Arts & Culture-ის საშუალებით, ყოველდღიურად ეწყობა ვირტუალური საგამოფენო ტურები Instagram-ზეც და ორგანიზებულია სპეციალური ონლაინ-რესურსები სახლში მყოფი პედაგოგებისა და ოჯახებისათვის.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ჩაჩხიანის არტ-პროექტმა „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კონკურსში გაიმარჯვა, რომელსაც ვენეციის 57-ე ბიენალეს მონაწილე უნდა გამოევლინა. 

მთავარი თემები