22:08 15 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4817
  • 100 RUB4.3094
  • USD3.0633
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (860)
158 0 0

სპექტაკლში, რომელიც გენუის კარლო ფელიჩეს თეატრის პროდუქციაა, მონაწილეობენ გიორგი გაგნიძე, რამაზ ჩიქვილაძე, თამარ ივერი, გიორგი მჭედლიშვილი და სხვები.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ვირტუალურ სივრცეში საზოგადოებას ოპერა „სიმონ ბოკანეგრას“ მოსმენას სთავაზობს პარასკევს, 24 აპრილს, 19:00 საათზე.

ჯუზეპე ვერდის მუსიკაზე შექმნილი საოპერო ნაწარმოების მოსმენა შესაძლებელი იქნება ოპერის თეატრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

„სიმონ ბოკანეგრა“ (იტალ. Simon Boccanegra) – ჯუზეპე ვერდის სამმოქმედებიანი ოპერაა პროლოგით. ლიბრეტო ეკუთვნის ფრანჩესკო მარია პიავეს ანტონიო გარსია გუტიერესის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით. 

ოპერა „სიმონ ბოკანეგრას" დებიუტი ვენეციაში „ლა ფენიჩეს“ თეატრში 1857 წლის 12 მარტს გაიმართა. მეორე ვერსია, რომელიც არიგო ბოიტოს მონაწილეობით შეიქმნა, პუბლიკას მილანის „ლა სკალას“ სცენაზე 1881 წლის 24 მარტს წარუდგინეს.

სპექტაკლში, რომელიც გენუის კარლო ფელიჩეს თეატრის პროდუქციაა, მონაწილეობენ: გიორგი გაგნიძე (სიმონ ბოკანეგრა), რამაზ ჩიქვილაძე (იაკოპო ფიესკო), თამარ ივერი (ამერია გრიმალდი), გიორგი მჭედლიშვილი (გაბრიელე ადორნო), გიორგი ჭელიძე (პაოლო ალბიანი), ფილიპე ღაჭავა (მოისართა კაპიტანი) და მანანა იორდანიშვილი (ამელიას მოახლე).

დადგმაში ასევე მონაწილეობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი. მთავარი ქორმაისტერი – ავთანდილ ჩხენკელი, დამდგმელი რეჟისორი – ზაზა აზმაიფარაშვილი, მხატვარი – ესტერ მარტინი.

თემები:
საქართველო და კულტურა (860)

მთავარი თემები