21:13 15 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4817
  • 100 RUB4.3094
  • USD3.0633
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო (89)
95 0 0

ფესტივალი წარადგენს ფილმებს მთელი ევროპიდან. უმეტესობა ფილმები გადაღებულია ახალგაზრდა, ნიჭიერი კინემატოგრაფისტების მიერ. ის მიიჩნევა პლატფორმად დიდი ფესტივალებისთვის - EFA, BAFTA, OSCAR

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, ამირან დოლიძის ფილმი „ცხოველი“ (The Animal) მონაწილეობას მიიღებს მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის - Go Short 2020-ს ევროპულ კონკურსში.

Go Shorts — მოკლემეტრაჟიანი კინოს ყოველწლიური ფესტივალია. ხუთი დღის განმავლობაში დაახლოებით 300 ფილმის ჩვენება იმართება არტ-ჰაუს LUX-ში, რომელიც ნიდერლანდების უძველეს ქალაქ ნეიმეგენში მდებარეობს. ფესტივალი წარადგენს ევროპულ ფილმებს, რომელთა უმეტესობა გადაღებულია ახალგაზრდა, ნიჭიერი კინემატოგრაფისტების მიერ. Go Shorts მიიჩნევა პლატფორმად დიდი ფესტივალებისთვის - EFA, BAFTA, OSCAR

წელს ფესტივალი ვერ გაიმართება კორონავირუსის პანდემიის გამო, მაგრამ სანაცვლოდ Go Short მაყურებელს სთავაზობს თავისი საკონკურსო პროგრამის ფარგლებში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნახვის ალტერნატიულ მეთოდს. ვებგვერდზე Go Short Online მაყურებლებს საკონკურსო ფილმების ნახვა 13 მაისამდე შეუძლიათ.

რაც შეეხება სურათ „ცხოველს“, იგი მოგვითხრობს ახალგაზრდა უმუშევარ მამაკაცზე, რომელსაც უჭირს ღირსებისა და პატიოსნების შენარჩუნება რთული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ფონზე.

მთავარ როლს ფილმში ასრულებს რეჟისორი დათა ფირცხალავა, რომელმაც მსახიობის ამპლუაში ძალები პირველად მოსინჯა.

„ცხოველის“ რეჟისორ ამირან დოლიძეს ქართველი მაყურებელი იცნობს დოკუმენტური ფილმებით „განძი“, „მე, სამფეხა და ზურაბ რთველიაშვილი“ „რეპეტიცია“, „მერე იტყვიან: ხომ გეუბნებოდით, გიჟიაო“.

კინოფილმი შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით. ფილმის მსოფლიო პრემიერა ლოკარნოში გაიმართა.

თემები:
ქართული კინო (89)

მთავარი თემები