როგორ „დაკარგეს“ პანდემიის პერიოდში ფიროსმანის ნახატების გმირებმა მხატვარი

© Sputnik / Ekaterina Mikaridze"აქტრისა მარგარიტა"
აქტრისა მარგარიტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი ქობალია პირველი არაა, ვინც პანდემიის პერიოდში ნიკო ფიროსმანის ნახატებით ექსპერიმენტების ჩატარება გადაწყვიტა.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. „ნიკოს რომ ვეძებდით ის დღე“ – ასე ჰქვია ვიდეორგოლს, რომელშიც ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნახატების გმირები კორონავირუსის პერიოდში მხატვარს ეძებენ. გასართობი პროექტი ქართველმა მსახიობმა გოგა ქობალიამ შექმნა. 

ქობალიას მიერ შექმნილი ფიროსმანისეული გმირები ძლიერ განიცდიან  მხატვრის გაუჩინარებას და ვერ ხვდებიან, თუ სად შეიძლება ის წასულიყო. „აქტრისა მარგარიტას“ სიტყვებით, ფიროსმანი თითქოს გუშინ ბაზარში დაინახეს. მამაკაცი ნახატიდან „უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი შვილებით“ ამბობს: „აღმოჩნდა, რომ ჩვენ ამიერიდან ერთმანეთის გვერდიგვერდ არ უნდა ვიდგეთ. ამბობენ, ცოტა ხანს და მერე ისევ ისე იქნებაო“. 

ფიროსმანი - Sputnik საქართველო
„კარანტინი“ ფიროსმანის გმირებისთვის – მხატვრის ხედვა
 

ვიდეოს გმირები არიან ასევე სუფრის წევრები – მამაკაცები ერთმანეთს ჭიქებს არ უჭახუნებენ, სადღეგრძელოებს ამბობენ, დისტანციას იცავენ, რამდენადაც „აკრძალვა ცოტა ხანს გაგრძელდება“. აღდგომა დღესაც კი ეკლესიაში მისვლას, ნახატების პერსონაჟების სიტყვებით, მხატვარი არ აპირებს, „იმიტომ რომ საშიშია“.

ვიდეოს საინტერესო ფინალი აქვს: ფიროსმანს მაინც პოულობენ, რომელიც შვლად გადაიქცა, ეს არის ცხოველი, რომელსაც გენიალური მხატვარი ყველაზე ხშირად ხატავდა.

„აგერ ვარ კაცო, თქვენ რაღა გჭირთ?! – ამბობს ნიკო ფიროსმანი. – მე უკვე ადამიანი არ ვარ, შვლად გადავიქეცი და ქუჩაში ჩემი ყოფნა შეიძლება. ჩემზე არ ინერვიულოთ. რა კარგია შვლად ყოფნა, ნეტა ადრე რატომ არ მომაფიქრდა, ძნელია ადამიანად ყოფნა“.

თბილისის შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გოგა ქობალია რეჟისორი, სცენარისტი და მხატვარია. იგი პირველი არაა, ვინც პანდემიის პერიოდში ნიკო ფიროსმანის ნახატებით ექსპერიმენტების ჩატარება გადაწყვიტა.

ადრე ახალგაზრდა მხატვარმა დავით კოჩუაშვილმა გადაწყვიტა, რომ თავისი წვლილი შეეტანა კორონავირუსთან ბრძოლაში და გამოაქვეყნა სურათების სერია სახელწოდებით „დარჩი სახლში“. კოჩუაშვილის ნახატებში ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქების გამო თვითიზოლაციაში არიან დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გმირები. ისინი სახლში იმყოფებიან და არა მათთვის „სტანდარტულ“ გარემოში.

ყველა ახალი ამბავი
0